სარალიძის სასამართლო ჩანიშნულია - მოკლული მოზარდის მამა თავისუფალია

© Sputnik / Alexander Imedashviliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისში მოკლული მოსწავლის მამის, ზაზა სარალიძის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 დეკემბერს ჩაინიშნა, იუწყება ტელეარხი TV Pirveli.

ნათელაშვილი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს >>

26 ოქტომბერს სარალიძე პოლიციელებზე რკინის მილით თავდასხმისთვის დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ უკვე მერამდენეჯერ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. თავდასხმის ვიდეოჩანაწერი იმავე დღეს ინტერნეტში გავრცელდა. სარალიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

სამშაბათს სასამართლო სხდომაზე პროკურორს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ მოუთხოვია. მან აღნიშნა, რომ გამოძიებას სარალიძის ბრალეულობის საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.

„მივესალმებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ მათ არ გამოიყენეს აღკვეთის არცერთი ღონისძიება. რაც შეეხება ბრალდებას, სარალიძეს შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ის არ არის დამნაშავე, ის არის მსხვერპლი. ჩვენ დავამტკიცებთ სასამართლოზე, რომ პოლიციელზე ბლაგვი საგნით თავდასხმის ეპიზოდს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე თავისუფალია

ხზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სარალიძის მკვლელის ვინაობა დადგენილი ისევ არ არის, თუმცა პროკურატურა საპირისპირო აზრს იზიარებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ განაცხადა, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს.

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

სამი თვის შემდეგ, როდესაც ვერც საპარლამენტო კომისიამ, ვერც შსს-მ ვერ გააკეთეს ის, რასაც მათგან სარალიძე ელოდა, მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განაახლა. თავის მხრივ, ხელისუფლება მოუწოდებს მას დაელოდოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებას.

ყველა ახალი ამბავი
0