ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ

გამოწერა
ზაზა სარალიძე პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა 16 წლის მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მიმართ და მას ამ საქმის ყველა სასამართლო ინსტანციაში განხილვის დასრულებამდე დაცდა ურჩია.

ზაზა სარალიძეს 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება>>>

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა. პარასკევს სარალიძე პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ  აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სარალიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„მე არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში, გეტყვით, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ყველაფერი პირიქით იხატება. ძალიან ვწუხვართ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ბატონ ზაზას ვთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ მე, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მწუხარებას გამოვთქვამ, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას, ხომ ვიცით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რიგი ოპოზიციური პარტიები სარალიძის პროტესტს მხარს უჭერენ. ისინი ადრე აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომლის მონაწილეთა რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც მათ პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, ხელს ნუ შეუშლის სასამართლოს, არ არის ეს ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი სიტყვებით, საზოგადოებას ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ სასამართლოს ენდოს.

„არც ერთი პრეცედენტი არაა იმის, რომ სასამართლოში კორუფციაა, ჩვენ არანაირად არ ვართ დაინტერესებული მართლმსაჯულებაში რაიმე ფორმით ჩავერიოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მოზარდების მკვლელობა

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

ბახტაძე: არ შეიძლება გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან>>>

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0