ნათელაშვილი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Levan Avlabreliშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხალხმა იმით, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი სათანადოდ არ დაუჭირა, ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, პრეზიდენტობის კანიდიდატმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს თვითდაშლისკენ მოუწოდა, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

ნათელაშვილი ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი განცხადებით გამოვიდა და მის შედეგს „ისტორიული განაჩენი" უწოდა, რომელიც ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამოუტანა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: „მზად ვარ ბრძოლისთვის“

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, 38,64% მიიღო. ხმების ცოტაოდენი რაოდენობით ჩამორჩება მას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 37, 73%. ვერც ერთმა კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური გაიმართება. ასეთი რამ საქართველოში პირველად ხდება.

„დღეს არ არის იმის დრო, ვიწუწუნოთ იმაზე, ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტია... დაიწყო. მთავარია, ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით, და ეს იქნება უკვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა", - განაცხადა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ლეიბორისტების ლიდერმა არჩევნებზე დაახლოებით 60 ათასი ხმა მიიღო (3,74%).

„აღმაშენებლს 30 ათასზე მეტი მხედარი არ ჰყოლია დიდგორის ომში, ხოლო ჩინგის ხანმა მსოფლიოს დაპყრობა 50 ათასი ჯარისკაცით დაიწყო. ისე, რომ ჩვენ მათთან შედარებით ბევრად მეტნი ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით... მოვუწოდებ ხელისუფლებს! გონს მოეგოს! თავი დაანებოს სამოქალაქო ომზე ლაპარაკს", - განაცხადა ნათელაშვილმა.

„ყველა მინუს ერთი": ოპოზიცია ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთიანდება>>

მისი თქმით, ხალხმა ხმა მისცა არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ „ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ".

ნათელაშვილმა ჩამოთვალა მოვლენები, რომლებიც, მისი თქმით, ხალხმა ხელისუფლებას არ აპატია. მათ შორისაა მარიხუანის წარმოების ლეგალიზაციის ინიციირება ექსპორტზე გატანისთვის სამედიცინო მიზნებით. კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რადგან ამან საზოგადოებაშო, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ოპოზიციაში დიდი პროტესტი გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილი მომხრეებთან ერთად საარჩევნო შტაბში შედეგების მოლოდინში - Sputnik საქართველო
„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ

ასევე, მისი აზრით, ეს პრობლემებია საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა და მისი დაზიანება; ასევე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესო აქციები. სარალიძე ხელისუფლებას თავისი 16 წლის შვილის მკვლელობის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს. მას აქტიურად უჭერს მხარს მაჩალიკაშვილი, რომლის შვილი ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ნათელაშვილის განცხადებით, არჩევნის თავისუფლება ისეთი ზოგადსაკაცობრიო მიღწევაა, რომელიც მსოფლიომ უზარმაზარი ბრძოლით მოიპოვა. ამიტომ ის ვერავის ვერაფერს დაავალებს და ვერაფერს აუკრძალავს. "ერთი ვიცი - ჩემი ამომრჩეველი ვერ იტანს ივანიშვილსა და მის კანდიდატებს, ამიტომ თუ წავა არჩევნებზე, მათ ხმას არ მისცემს", - განაცხადა ნათელაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0