არჩევნები საქართველოში: ახალქალაქში ოპოზიციის მომხრეებს გაუსწორდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილების შენობა
პოლიციის განყოფილების შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომხდარი დაპირისპირების მიზეზებსა და გარემოებებს ადგენს

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ახალქალაქში ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ოთხი წევრის ცემასთან დაკავშირებით შსს-მ „ხულიგნობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება Новости-Грузия.

საერთაშორისო დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არჩევნებზე არ გამოუვლენიათ >>

„ძალა ერთობაშიას“ ოთხ მომხრეს სამშაბათს გაუსწორდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათთან ოფისში შევარდნენ პარლამენტარ ენძელ მკოიანის წარმომადგენლები და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მკოიანი დეპუტატია მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
ინციდენტები არჩევნების დროს – შსს იძიებს

მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა ამ საქციელით უპასუხეს ოპოზიციონერების ქმედებებს, რომლებმაც ორშაბათ ღამით ბენზინგასამართ სადგურზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს და სადგურის თანამშრომლები სცემეს.

„თავდასხმას „ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა არტურ მკოიანი ხელმძღვანელობდა. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა შტაბს თავს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები“, - განაცხადა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დაშავებულები არიან აშოტ რიაისიანი, აბრაჰამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აბგარიანი.

„ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში, იმდენად მძიმე ტრავმები აქვს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - OSCE, PACE და სხვა ორგანიზაციების შეფასებები >>

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი.

რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება. ცესკო საბოლოო შედეგებს 17 ნოემბრამდე გამოაცხადებს, რის შემდეგაც მეორე ტური ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0