მამუკა ბახტაძე: ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა

© FB / Government of Georgiaმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ქართული საზოგადოებისგან  მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ბრიფინგზე 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას.

„ჩვენ, ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს, ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა ვერც დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 38,64%, ხოლო მის მთავარ კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს – 37,74%.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მოდა არჩევნებზე: რა ფორმაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები

„მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერების, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ღირებულებებისა და ფასეულობების გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით“, – განაცხადა  ბახტაძემ.

რაც შეეხება თვითონ საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებას, მამუკა ბახტაძის განცხადებით ის მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები ადასტურებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0