გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე
გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების შედეგები შეაფასა

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ არჩევნების მეორე ტური გვაქვს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა ვერც დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მოდა არჩევნებზე: რა ფორმაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავუხადო, რომელთა წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი დაცული ყოფილიყო და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარებულიყო. მისასალმებელია და დემოკრატიის მაჩვენებელია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ არჩევნების მეორე ტური გვაქვს. მინდა მოგიწოდოთ, მეორე ტურში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ, ეს უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული პროცესისთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების დღემ ძირითადში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა იმ ხარვეზებზე, რაზეც ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიუთითეს, უნდა იყოს ყურადღება მიქცეული და გამოსწორებული არა როდესმე, რომელიმე მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ შენობაში მდებარეობს. საარჩევნო უბნების დახურვასა და წინასწარი ეკზიტპოლების გამოცხადებას ზურაბიშვილი და მისი მომხრეები დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალყურს - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი VS ვაშაძე: ნერვების ომი

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოში ძალაუფლების წყარო ხალხია და საკუთარი პოზიციის გამოხატვა არავის უნდა დაეზაროს.

29 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 38,64%, ხოლო მის მთავარ კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს – 37,74%.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უთხრა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგებით, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ის მმართველ გუნდს ხუთი წლის განმავლობაში ეუბნებოდა, თუ რა იყო გასაკეთებელი და სად იყო შეცდომები, მისი განცხადებების საპასუხოდ კი „ქართული ოცნების“ მხრიდან წლების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკა ესმოდა.

ხმების დათვლა არჩევნებზე - Sputnik საქართველო
ხმები დათვლილია – ცესკო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს

„მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე. ახლა თავად შეძლონ და წაიკითხონ გზავნილები, რომელიც მათ მისცა საზოგადოებამ. ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი. ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ამის გამო,  მესმოდა კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მისი არჩევნების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს დახარჯული ფინანსების ნახევრითა და იმ ფონზე, როცა არც ერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა „ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნოდა, 2013 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით 62 პროცენტიანი შედეგი დაიდო.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0