არჩევნები დასრულდება ― მშვიდობის გეშინოდეთ!

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე თბილისში
პრეზიდენტის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
როგორ განვითარდება მოვლენები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?..

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც სამიოდე დღეა დარჩენილი, ჯერ კიდევ მაღალია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა. არც კვლევების შედეგები ემთხვევა ერთმანეთს იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკური გემოვნების ორგანიზაცია ატარებს.

ხალხი გაძვირებულ პროდუქტებზე, დოლარსა და მედიკამენტებზე უფრო დარდობს, ვიდრე იმაზე, თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ფაქტია ისიც, რომ ასეთი აგრესიული და შავი პიარით დატვირთული საარჩევნო კამპანია დიდი ხანია არ უნახავს ამომრჩეველს. არადა, ცხოვრება და თანაარსებობა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ და ამდენი კონფლიქტისა და შეურაცხყოფის შემდეგ ნამდვილად რთული იქნება ადამიანური ურთიერთობების აღდგენა.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი – უფლებები და მოვალეობანი

მოვლენების როგორი სახით განვითარებას ვარაუდობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა უმრავლესობა მეორე ტურს ელოდება. თავად პარტიის ლიდერმაც კი აღიარა სატელევიზიო ინტერვიუში, რომ არათუ მოსახლეობაში, ქართულ ოცნებაშიც კი არაა ცალსახა დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისმა თავშეკავებამ და ოპონენტების შავ პიარზე ფაქტობრივმა დუმილმა ზურაბიშვილს მეტი ქულები მოუტანა, ვიდრე თავად შავი პიარის სპეციალისტებს. ის საკუთარ თავს ძლიერ, მომავალზე ორიენტირებულ ლიდერად წარმოაჩენს.

არანაკლებ დიდი შეცდომა იყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან საჯარო მოხელეებისთვის თითის ქნევა.

დავით ბაქრაძე  „თავისუფალი საქართველო“ - Sputnik საქართველო
დავით ბაქრაძე: მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ დაამარცხებს ხელისუფლებას

ის ხალხიც კი, ვინც ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას არ აპირებდა, ახლა მაქსიმალურად შეეცდება არჩევნების და, შესაბამისად, საკუთარი მომავლის სწრაფად გარკვევას.

მართალია, გუშინ სააკაშვილი შეეცადა ეს შეცდომა გამოესწორებინა და საჯარო მოხელეებს ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა, მაგრამ მისი ცრემლების საქართველოში ცოტას თუ სჯერა. დიდი დრო არაა გასული იმ პერიოდის შემდეგ, „რეფორმატორი" სააკაშვილი ერთი ხელის მოსმით რომ შლიდა ინსტიტუტებს და შემდეგ პირადი სიმპათიებით აკომპლექტებდა.

პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია ხელისუფლებას კატეგორიულად აფრთხილებს, რომ ზურაბიშვილის გაყვანა პირველივე ტურში არ ღირს, რადგან ეს საზოგადოებაში უსამართლობის შეგრძნებას და გამოსვლებს გამოიწვევს. ვარაუდობენ, რომ მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ზურაბიშვილის გამარჯვება არავის ეეჭვება, ძალიან მწარე ნაციონალების გარდა.

გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გრიგოლ ვაშაძე:  ჩვენ არ გვაქვს კავკასიური ვენდეტის დრო

მაგრამ თეორიულად ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალები ერთხმად აანონსებენ ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს და არა ხელისუფლების მშვიდ და ნელი ჩანაცვლების პროცესს, რაც დამატებითი ღელვის საფუძვლებს უჩენს საქართველოს პოლიტიზირებულ მოსახლეობას.

სხვათა შორის, ამ რიტორიკას ბოლო ხანებში შედარებით ზომიერი ოპოზიციაც შეუერთდა. მათ შორის - დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძეც.

მოკლედ, პრეზიდენტის სავარძელი ერთია, პოლიტიკოსი ბევრი და მათი უმეტესობა მაინც, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო კონტროლზე ოცნებობს, მით უმეტეს, საპარლამენტო რესპუბლიკაში.

სალომე ზურაბიშვილი   - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი:უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერები, სიძულვილი, დასმენა და შურისძიება

სხვათა შორის, არჩევნების შედეგების სხვებზე ნაკლებად არც მმართველ პარტიაში ეშინიათ. აკი პირობა დადო ბიძინა ივანიშვილმა – ერთ წელიწადში სიტუაციას დავალაგებ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევაო. ჰოდა, როგორც ჩანს, ეს პროცესი პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღესვე დაიწყება. ასე რომ, არჩევნები დასრულდება, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!

 

ყველა ახალი ამბავი
0