გრიგოლ ვაშაძე:  ჩვენ არ გვაქვს კავკასიური ვენდეტის დრო

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო აგიტაცია
გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“  მიზანია ხელისუფლების ცვლილება

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, განაცხადა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გამართულ დებატებზე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს განაგრძობს

საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018" 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაიწყო.

„ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, რათა ქვეყანაში დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება ეროვნული, კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება, დაკომპლექტებული პროფესიონალებით. პროფესიონალები, რომელთაც ზუსტად შეუძლიათ ჩამოთვალონ არა ის, რა თანამდებობიდან რა თანამდებობაზე გადადიოდნენ, არამედ ის, კონკრეტულად რა აქვთ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ვაშაძის განცხადებით, მათი მთავარი იდეა კი ის არის, რომ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა შეწყდეს.

საარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ელოდება თუ არა ქვეყანას არჩევნების შემდგომ „პოლიტიკური დეჟავიუ"

„ჩვენი მთავარი იდეაა, რომ მივაღწიოთ იმ წერტილს, როდესაც საქართველოში არ იქნება ოლიგარქიული მმართველობა, როდესაც საქართველოში არ იქნება პოლიტიკური პოლიცია, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაემუქრებიან თავში ჩარტყმით, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას არ უწოდებენ ფაშისტებს, როდესაც ქვეყანაში არ იქნება 150 ათასი მშიერი ბავშვი, არ იქნება ყოველი მესამე უმუშევარი, არ იქნება მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც 2012 წლის შემდეგ წავიდა სახელმწიფოდან, რათა რამენაირად შეინახოს ოჯახი. ჩვენ მართლა დავამთავრებთ იმას, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს არის დემოკრატიული პარტიების გაერთიანება, რომელსაც არც არეულობა, არც რევანში სჭირდება, რადგან უბრალოდ არ გვაქვს არც რევანშის, არც შურისძიების, არც კავკასიური ვენდეტის დრო”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის უკიდურესად მძაფრი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისი და ქართველს ემუქრება ფიზიკური გაქრობა.

ჩემოდანი - Sputnik საქართველო
ჩემოდნებზე შემომსხდარი თაობა...

„გურია და სამეგრელო, რომელიც ჩვენ ფაქტობრივად ფეხით შემოვიარეთ სხვა რეგიონებთან ერთად, ადამიანები პირდაპირ გეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვიცით ამ ზამთარს როგორ გავატარებთ, ჩვენ ვართ შიმშილის ზღვარზე, ეს არის „ქართული ოცნების“ ექვსი წლის შედეგი”, – განაცხადა ვაშაძემ.

ექსპერტების აზრითა და გამოკითხვების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის კონკურენტები იქნებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილი და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე.

ოპონენტები დებატებში პირველმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. როგორც მან ადრე განაცხადა, მზად იყო ნეიტრალურ სივრცეში „შავი ძალების" ორივე სახესთან დებატებში მონაწილეობა მიეღო.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში რეგისტრაცია პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0