თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბერს შეხვდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს - „მაესტრო”, „ობიექტივი”, „პალიტრა NEWS”, „კავკასია”, „იბერია TV”, - 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე იწვევს.
შეხვედრა „ტექნო პარკში“ გაიმართება.
ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე „რუსთავი 2“-იც მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მედია საშუალების წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის შეკითხვები დაესვა.
ივანიშვილი: ყველაფერი მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვლება >>
ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს ინტერვიუ მხოლოდ სამ კომპანიას - „იმედს“, „რუსთავი-2“-ს და „TV პირველს“ მისცა.