ჩემოდნებზე შემომსხდარი თაობა...

CC BY 2.0 / Pixabay / ჩემოდანი
ჩემოდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერში დამჭირდა და არაფერში დავჭირდიო, სამშობლოზე აქვს ვიღაცას ნათქვამი...

ყველაზე საშინელი განცდაა, როცა იცი, რომ შენს ქვეყანას, ქალაქს, სოფელს შენ არ სჭირდები...

იცი კი არადა, გრძნობ ამას ყველა მოსახვევში და ყოველ ფეხის ნაბიჯზე...

ქალს ვიცნობ მეცნიერებაში მიღწეული ისეთი წარმატებებით, რომ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ გადაუხდიდა არსებობისათვის საჭიროს, რომ უბრალოდ ლაბორატორიაში ათასში ერთხელ შეევლო და ახალგაზრდებისათვის გამოცდილება გაეზიარებინა...

გიორგი ნაკაშიძის ფილმი მანდარინები - Sputnik საქართველო
ენგურსგამოღმელის ჩანაწერები – „რუბენა მანდარინებით“

ჩემმა ქვეყანამ მაშიმშილაო, – შემომჩივლა.

ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.

მასწავლებელს ვიცნობ ასეთი ისტორიით...

ისტორიკოსს...

არქეოლოგს...

გეოლოგს...

ბევრს ვიცნობ, ძალიან ბევრს.

მეც "ჩემოდნებზე შემომსხდარი" თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ავად გახდომის, დოლარის კურსის ცვლილების და ტელეფონზე შემოსული ნებისმიერი უცხო ზარის ეშინია...

ქართული ენის სახელმძღვანელო დედა ენა - Sputnik საქართველო
ბიჭი სესე – პირველი სიყვარული...

მე ვხედავ, რომ ჩემ ქვეყანაში პროფესიონალები შინ სხედან...

მე ვმუშაობ მიზერულ ხელფასზე და ისე ვანაწილებ, საკუთარ თავს „ფოკუსნიკს" ვეძახი.

სამაგიეროდ ის, ვინც ელემენტარულად სიტყვა „ყველას" ვერაფერს უხერხებს და ვერ გაუგია „ყველა პარლამენტის" წევრია სწორი თუ „პარლამენტის ყველა წევრი", ზის დიდ ტელევიზიაში და ჩემი ხელფასის ათმაგი აქვს...

იმიტომ რომ ამ ქვეყანას მე და თქვენ არ ვჭირდებით...

მე და თქვენ არავისი შვილი არ ვართ...

ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, სადაც არ უნდა მიხვიდე, პირველი კითხვაა:

- გამოცდილება გაქვთ?

შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
თბილისური ეზო, შოპენი და წვიმიანი მოგონებები — ტკბილი ოქტომბერი

თუ არასოდეს მიმიღებ, სად და რანაირად დავაგროვო?!

- იცით, მაშინ გამოცდა უნდა ჩააბაროთ!

თუ იმ სფეროში არ მამუშავე, გამოცდა რანაირად ჩავაბარო?!

იწვალე, ისწავლე, ელოდე უკეთეს მომავალს და როგორც აქ წერდა ვიღაც – იქ, სადაც არჩევანი უნდა გაკეთდეს, პირობითად, ნიჭიერ ქეთისა და კომპანიის დამფუძნებლის მეჯვარე გელაზე, უსათუოდ გელას აირჩევენ...

ჰოდა, ჩემოდნებზე ვსხედვართ ის ადამიანები, ვინც მართლა ვჭირდებით ქვეყანას...

ყველა ახალი ამბავი
0