დავით ბაქრაძე: მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ დაამარცხებს ხელისუფლებას

© SPUTNIK / DENIS ASLANOVდავით ბაქრაძე „თავისუფალი საქართველო“
დავით ბაქრაძე  „თავისუფალი საქართველო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არასდროს მოერიდება არც ხელისუფლებასთან, არც ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან დაპირისპირება, როდესაც ამას მისი პრინციპები მოითხოვს

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დაამარცხებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ხელისუფლებას, აუცილებლად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას ყოველგვარი დაპირისპირების, შურისძიებისა და ანგარიშსწორების გარეშე გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე.

გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გრიგოლ ვაშაძე:  ჩვენ არ გვაქვს კავკასიური ვენდეტის დრო

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ მმართველობის ექვსი წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.

„არ შესრულდა ის დაპირებები, რომლის გამოც ხალხმა 2012 წელს ახალი ხელისუფლება აირჩია; ცხოვრება უკან წავიდა, სიღარიბე გაიზარდა, მოიმატა პრობლემებმა და გაჭირვებამ. ამ ყველაფრის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წინ წაყვანა არ შეუძლია და ქვეყანა დღეს უძრაობასა და ჭაობში იმყოფება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მას აქვს თავისი პრინციპები და თუ ეს პრინციპები მოითხოვს, არ მოერიდება ხელისუფლებასთან დაპირისპირება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს განაგრძობს

„არ მეშინია კონსტრუქციული თანამშრომლობის ყოველთვის, როდესაც ეს საჭიროა ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა მაქვს ჩემი პრინციპები და არასდროს მომერიდება არც ხელისუფლებასთან, არც ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან დაპირისპირება, როდესაც ამას მოითხოვს ჩვენი პრინციპები. ჩემი პრინციპია, რომ ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება და დამშვიდებასა და დაწყნარებას აქვს ორი ელემენტი, პირველი – წერტილი უნდა დავუსვათ წარსულს, უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება დასრულდა“.

საპრეზიდენტო კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018" 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაიწყო.

Посетители кафе сидят за столиками на улице - Sputnik საქართველო
რა მიზანი აქვს „ცხოვრების გაიაფებას“

ოპონენტები დებატებში პირველმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. როგორც მან ადრე განაცხადა, ის მზად იყო ნეიტრალურ სივრცეში „შავი ძალების" ორივე სახესთან დებატებში მონაწილეობა მიეღო.

ექსპერტების აზრითა და გამოკითხვების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში რეგისტრაცია პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0