რა მიზანი აქვს „ცხოვრების გაიაფებას“

© Sputnik / Levan AvlabreliПосетители кафе сидят за столиками на улице
Посетители кафе сидят за столиками на улице - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ სექტემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სექტემბერში უფრო ნაკლები ფული ყოფილა საჭირო მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე აგვისტოში. მეტიც, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის მაისის შემდეგ ცხოვრება სულ უფრო იაფდება.

ცხრილი1. საარსებო მინიმუმის ცვლილების დინამიკა 2018 წლის მანძილზე

© photo: Sputnikსაარსებო მინიმუმის ცვლილების დინამიკა 2018 წლის მანძილზე
რა მიზანი აქვს „ცხოვრების გაიაფებას“ - Sputnik საქართველო
საარსებო მინიმუმის ცვლილების დინამიკა 2018 წლის მანძილზე

ცხრილში ჩანს, თუ რა მინიმალურ თანხას ვარაუდობს აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთი თვის მანძილზე სტატისტიკის სამსახური როგორც ცალკე აღებული ერთი ადამიანისთვის, ასევე ოჯახების მაგალითზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

რა არის „საარსებო მინიმუმი“

ცნება საარსებო მინიმუმი საქართველოს რეალობაში 1997 წლიდან შემოვიდა. მაშინდელმა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“. როგორც კანონშია განმარტებული, „საარსებო მინიმუმი არის საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების საფუძველი და მიმართულია მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის მხარდასაჭერად. საარსებო მინიმუმი საფუძვლად ედება სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას“.

სწორედ ამიტომ საარსებო მინიმუმს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ზოგადი ცხოვრების დონის აღსაწერად, ასევე ანაზღაურების თუ პენსიის განსაზღვრისას.

კანონის მეორე მუხლშივე განმარტებულია საარსებო მინიმუმის ცნება: 

„საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ახალი რეგულაციები სესხის გაცემაზე

საარსებო მინიმუმი შედგება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის აუცილებელი მინიმალური სასურსათო კალათისგან და არასასურსათო ხარჯებისგან. სასურსათო კალათა ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას მოიცავს. შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტისგან შედგება და ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხდება „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.

ცხრილი 2. მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის

© photo: Sputnikმინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის
რა მიზანი აქვს „ცხოვრების გაიაფებას“ - Sputnik საქართველო
მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის

საარსებო მინიმუმის დასადგენად ჯერ ითვლიან მინიმალურ სასურსათო კალათში შემავალი თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ცალ-ცალკე საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი). შემდეგ ეტაპზე გამოჰყავთ საშუალო ფასი. საბოლოოდ კი ცალკეული პროდუქტების თვიური ნორმიდან იანგარიშება სასურსათო კალათის თვიური ღირებულებაც. როგორც „საქსტატის“ გვერდზეა განმარტებული, მიღებული თანხა მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე 0.865-ზე და ასე დგინდება სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება.

საარსებო მინიმუმის გამოსათვლელად კი სასურსათო კალათის ღირებულება უნდა გაიყოს 0.7-ზე, რადგან, საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას 70%, ხოლო არასასურსათო ხარჯებს 30% აქვს განსაზღვრული. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის.

Концертный зал Black Sea Arena - Sputnik საქართველო
ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

„საარსებო მინიმუმი“ - პოლიტიკური განცხადებების საფუძველი

წინა წლებს თუ გავიხსენებთ, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული ოპონირება საკმაოდ გავრცელებული თემა იყო. საარსებო მინიმუმზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მწვავე რეპლიკები თუ ვრცელი სტატიები განსაკუთრებით მომრავლდა 2006-2007 წლების შემდეგ. მაშინდელი მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგენი ხშირად აცხადებდნენ, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ დათვლილი მინიმუმი რეალობას არ ასახავდა და სინამდვილეში გაცილებით მეტი თანხა სჭირდებოდა ადამიანს, ვიდრე ოფიციალური უწყებები აქვეყნებდნენ.

2012 წლის ივლისში, საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ საარსებო მინიმუმი 220 ლარზე ნაკლები არ შეიძლება ყოფილიყო. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტი იყო, აცხადებდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საარსებო მინიმუმის კალათა ხელისუფლებამ ხელოვნურად გააიაფა იმით, რომ კალორიულობა შეამცირა.

ვლუტის გაცვლის კურსი თბილისში - Sputnik საქართველო
რა მოჰყვა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას

„ასეთი ხრიკებით ცდილობენ უცხოელები დაარწმუნონ, რომ ჩვენთან ცხოვრება საამურია, მაგრამ მსოფლიოში იზრდება ფასები სურსათზე, იზრდება საქართველოშიც და როგორ შეიძლება საარსებო მინიმუმი მცირდებოდეს?! იმის დასტურად, რომ საარსებო მინიმუმი ხელოვნურად არის შემცირებული, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: რატომღაც, საქართველოში საარსებო მინიმუმის კალათაში მამაკაცისათვის სამჯერ ნაკლები ხორცია გათვალისწინებული, ვიდრე სომხეთში მცხოვრები მამაკაცისთვის. როდესაც ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 220 ლარი და არა 154, მან საკმაოდ რეალურად შეაფასა სიტუაცია, თუმცა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 220 ლარზე მეტიც იყოს“, - აცხადებდა ლადო პაპავა.

იმ პერიოდში აქტუალური იყო „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ შეიცვლებოდა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი.

გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო
ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?

„გადაიხედება საარსებო მინიმუმი, რადგანაც დღეს არსებული მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება და ის ვერ უზრუნველყოფს იმ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ადამიანს სჭირდება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, პირველივე დღეებში ჩვენ დავიწყებთ სტატისტიკის რეფორმას. გადავხედავთ საარსებო მინიმუმსაც, რომელიც იქნება რეალობის შესაბამისი“, –  აღნიშნული განცხადება 2012 წლის 17 სექტემბერს საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, შემდეგ ფინანსთა მინისტრმა და დღეს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.

დღეს აღარც ირაკლი ალასანიაა ხელისუფლებაში, აღარც ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი, თუმცა საარსებო მინიმუმი კვლავ ძველი მეთოდით იანგარიშება და კვლავ რჩება გამოქვეყნებული მონაცემები პოლიტიკური მსჯელობის საგანი. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი კი ძნელია არ არსებობდეს. აპრილის შემდეგ, როცა 1 აშშ დოლარი 2.39 ლარი ღირდა, 18 ოქტომბრისთვის დოლარი 2.71 ლარი იყო. სამომხმარებლო ფასები კი, ძნელი საპოვნელია, რომელ პროდუქტზე შემცირდა, რამაც საარსებო მინიმუმის შემცირება გამოიწვია.

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0