დარღვევები ქვემო ქართლისა და ახმეტის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში: ომბუდსმენის მონიტორინგი

© courtesy of the Ombudsmanომბუდსმენი ნინო ლომჯარია
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აღმოჩენილი დარღვევები ძირითადად სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობას უკავშირდება

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში სასკოლო გარემო და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა და სასწრაფოდ მოწესრიგებას საჭიროებს, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მონიტორინგი სკოლებში სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის ივნისში ჩაატარა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის

მონიტორინგის თანახმად: სოფელ ქვემო ყულარის, სოფელ ნაგების და დაბა თრიალეთის საჯარო სკოლებს არ მიეწოდება სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; ასევე, საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების სისტემა. სოფელ იმირის საჯარო სკოლაში  ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექნიკური გამოყენების წყალი, ხოლო სასმელ წყალს სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებიდან იღებენ.

ანტისანიტარული მდგომარეობაა სკოლების საპირფარეშოებში, ხოლო სოფელ ზემო ყულარის სკოლაში ტუალეტი საერთოდ არ არის.

მოსწავლეების თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ისარგებლონ საპირფარეშოთი.

რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით სოფლად მდებარე სკოლებში, ბავშვებს არ აქვთ ხელის დაბანისა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შესაძლებლობა.

სკოლა სოფელ ქანდაში - Sputnik საქართველო
ვინ უზრუნველყოფს მოსწავლეების ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, სასკოლო გარემოს კეთილმოწყობის, საპირფარეშოების რეაბილიტაციისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, რათა მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისთვის წყალი ხელმისაწვდომი იყოს.

სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციით  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს მიმართა. 

სახალხო დამცველის კიდევ ერთი რეკომენდაცია 13 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მისამართით გაჟღერდა და ის საბავშვო ბაგა–ბაღებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.  

კერძოდ,  სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

ხშირად, ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ.

ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
შოკისმომგვრელი მონაცემები – როგორ იქცევიან მოსწავლეები

ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ; ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა.

ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები. 

ზოგადად, ეზოების კეთილმოწყობის პრობლემა ყველა ბაღში დგას.

ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები.

საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას; ასევე არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, დროულად  განხორციელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების  კეთილმოწყობა და მოწესრიგება. 


ყველა ახალი ამბავი
0