შოკისმომგვრელი მონაცემები – როგორ იქცევიან მოსწავლეები

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები გაკვეთილზე
ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა ათობით ათასი დისციპლინარული დარღვევა ჩაიდინეს - ისინი ატარებდნენ იარაღს, სიგარეტს, თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს...

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს სკოლებში ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში 96 ათასი სერიოზული დისციპლინარული დარღვევა დაფიქსირდა, როგორიცაა ვანდალიზმი, ჩხუბი, აკრძალული საგნების ტარება და შენახვა, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტში.

აგრესია სკოლის მოსწავლეებს შორის ბოლო დროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა საქართველოში. ხორავას ქუჩაზე მოზარდების სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც ორი მოსწავლე მოკლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის შენობებსა და პერიმეტრს ყურადღებით ადევნებს თვალს.

2017-2018 წასწავლო წელს დაფიქსირდა 1,7 ათასზე მეტი ჩხუბი და 1,2 ათასზე მეტი შემთხვევა აკრძალული ნივთების, მათ შორის ალკოჰოლის, პიროტექნიკის, სანთებელების, ელექტროშოკერებისა და სიგარეტის შენახვისა. ასევე იყო დანები, კასტეტები, პნევმატური იარაღი, ბასრი საგნები — 94-ზე მეტი შემთხვევა.

მოსწავლე საკლასო ოთახის შესასვლელში - Sputnik საქართველო
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა – განათლების სამინისტროს ხედვა

მინისტრის მოადგილემ ცალკე აღნიშნა სკოლებში 14-წლამდელთა შორის გავრცელებული დარღვევები.

„ცალ­კე გა­მოვ­ყა­ვით დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა და ესე­ნია — აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი (და ეს ეხე­ბა რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს, ასე­ვე ბან­ქოს), ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბის ფლო­ბა, ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის, იყო ასე­ვე მოს­წავ­ლე­თა შო­რის ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, სა­ვა­რა­უ­დო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის 1-2 შემ­თხვე­ვაც", — განაცხადა გიგაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტები სკო­ლის პე­რი­მეტ­რის შიგ­ნით, ან სკო­ლის ეზო­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე დააანონსა განათლების სისტემის რეფორმა. მთავრობის გეგმების თანახმად, სასწავლო დაწესებულებების მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეების შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და შრომითი უნარების განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაზე და თვითრეალიზების შესაძლებლობების წარმოდგენაზე.

ყველა ახალი ამბავი
0