სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის უახლოეს სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის ალტერნატიული ფართის დასაქირავებლად დამატებითი თანხის გამოყოფა იგეგმება.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო 2 ივლისამდე მუშაობას წყვეტს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ შენობა ავარიულია, დაფიქსირდებულია მესამე ხარისხის დაზიანება. ვითარებას დამატებით ართულებს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.

მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა – ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს>>>

„მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მისაღებში დატოვონ განცხადებები, რომლებიც რეგისტრაციაში ორშაბათს გატარდება. დროებით „ცხელი ხაზის“ ოპერატორთან კი დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე — 598083006 და ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge.

რიხტრერის შკალა - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

სახალხო დამცველი შექმნილი დისკომფორტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური გაუმართაობა დროულად აღმოიფხვრება.

სახალხო დამცველის აპარატის შენობა 5 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად საფუძვლიანად დაზიანდა. ავარიულ შენობაში მანამდეც არსებული ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. მაშინ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე შესაბამისი ფოტომასალა გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება შესაბამის თანხას გამოყოფს.

სახალხო დამცველის ოფისი თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0