როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZრიხტრერის შკალა
რიხტრერის შკალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანსა და სომხეთში 9 საათის ინტერვალით მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. თუ მიწისძვრის დროს იმყოფებით შენობის მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით დაუყოვნებლივ შენობის დატოვებას, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ იმ რეკომენდაციებში, რომლებიც მოსახლეობამ მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინოს.

სამხრეთ კავკასია მიწისძვრების სერიამ მოიცვა>>>

რეკომენდაციების მიხედვით:

თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ;

იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი მიწისძვრაა და სახლში იმყოფებით:

• სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან. პირველი ბიძგიდან ნგრევის დაწყებამდე დაახლოებით 10-20 წამი გაქვთ. თუ ფიქრობთ, რომ გარეთ გასასვლელად 10 წამზე მეტი ხანი დაგჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში გარეთ გასვლის მცდელობა უფრო სახიფათოა, ვიდრე შენობაში დარჩენა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა – ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს

• თუ იმყოფებით მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;

• არ ისარგებლოთ ლიფტით — მიწისძვრის დროს ყველაზე სახიფათო კიბეები და ლიფტია.

• დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;

• თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ.

• არ ისარგებლოთ ასანთით — შესაძლოა დაზიანებული იყოს გაზის მილი და ცეცხლმა აფეთქება გამოიწვიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი მიწისძვრაა და ქუჩაში იმყოფებით:

• გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისგან;

• არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ.

გუშინ, 22:40 საათზე 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო. მიწისძვრას საქართველოში მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

სეისმოლოგებმა განმეორებით 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დღეს, დილის 07:58 საათზე სომხეთში, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში დააფიქსირეს.

ყველა ახალი ამბავი
0