მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა – ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს

© Facebook / Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომბუდსმენი საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მიმართავს და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისთვის დროებით სამუშაო სივრცის გამოყოფას სთხოვს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გუშინ მომხდარმა მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა და შენობაში არსებული ბზარები უფრო გაზარდა, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკუთარ Facebook-გვერდზე წერს და ფოტომასალას აქვეყნებს. 

სამხრეთ კავკასია მიწისძვრების სერიამ მოიცვა>>>

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 22:40 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო. მას საქართველოში მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

© FB / Nino Lomjariaმიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა
მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა - Sputnik საქართველო
მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა

„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწისქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში", – წერს ლომჯარია.

© FB / Nino Lomjariaმიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა
მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა - Sputnik საქართველო
მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა

ომბუდსმენი საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მიმართავს და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისთვის დროებით სამუშაო სივრცის გამოყოფას სთხოვს.

„მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუ გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით", – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატი ოფისის ავარიულობაზე ჯერ კიდევ თებერვლიდან საუბრობს და შესაბამისი სახსრების ან ახალი ოფისის გამოყოფას ითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0