გია ყანჩელი 83 წლისაა: ნანი ბრეგვაძის სიურპრიზი მაესტროსთვის

© photo: Sputnik / Yuri Kaver / გადასვლა მედიაბანკშიგია ყანჩელი
გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყანჩელი აღიარებულია ერთ-ერთ დიდ კომპოზიტორად, რომელიც თავიანთი შემოქმედებით გამოხატავდა და გამოხატავს მსოფლიო ფილოსოფიურ შეხედულებებს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 10 აგვისტოს თავის 83-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

„პალაცო ფერაიოლიში“ აჟღერებული გია ყანჩელი და ქართულ-იტალიური ურთიერთობების 25 წელი >>

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო არტისტმა ნანი ბრეგვაძემ მაესტროსთვის სასიამოვნო კომპოზიცია შეასრულა საქართველოს ეროვნული ორკესტრის თანხლებით, ხოლო როიალზე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი უკრავდა.

ნომერი შესრულდა სარეპეტიციო ბაზაში, სადაც მუსიკოსები ემზადებიან კონცერტისთვის, რომელსაც ბრეგვაძე ცნობილ ჯაზის მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად გამართავს. ბრეგვაძე და ბოტი 16 აგვისტოს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე წარდგებიან.

კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
საქართველოში გია ყანჩელის Al Niente პირველად შესრულდება

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“ და სხვა.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია: საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი“, პრემია „ნიკე“ ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა“) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის“ პრემია და სხვა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0