თბილისი უფრო „ჭკვიანი“ გახდა: დედაქალაქმა რეიტინგის მაჩვენებელი გაიუმჯობესა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს ინტელექტუალური ქალაქების რეიტინგში თბილისმა 125-დან 112-ე პოზიციაზე გადაინაცვლა

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი 112-ე ადგილზეა Cities in Motion Index 2018-ის ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ინტელექტუალური ქალაქების იდენტიფიცირებას ახდენს.

თბილისმა 2017 წელთან შედარებით მაჩვენებელი გაიუმჯობესა — მაშინ საქართველოს დედაქალაქი 125-ე ადგილს იკავებდა.

პატრული - Sputnik საქართველო
Gallup-მა საქართველოში მართლწესრიგის დონე შეაფასა

ნავარას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგში 80 ქვეყნის 165 ქალაქი შევიდა, აქედან 74 — დედაქალაქია.

„ჭკვიანი ქალაქების“ რეიტინგი შედგება 83 მაჩვენებლის საფუძველზე შემდეგ სფეროეში: ეკონომიკა, მმართველობის ხარისხი, გარემო, საერთაშორისო პოლიტიკა, სოციალური სტაბილურობა და თანასწორობა, სატრანსპორტო სისტემა, ადამიანური კაპიტალი.

თბილისს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გარემოს კუთხით — 39-ე ადგილი, ყველაზე დაბალი — ქალაქის დაგეგმარების კუთხით (130-ე ადგილი).

მონური შრომა საქართველოში — რამდენი მონაა ქვეყანაში >>

რეიტინგში თბილისი კატარის დედაქალაქ დოჰას (111-ე ადგილი) და უკრაინის დედაქალაქ კიევს შორის (113-ე ადგილი) მოხვდა.

რაც შეეხება უახლოესი მეზობელი ქვეყნების ქალაქებს, რეიტინგში თბილისს მხოლოდ რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უსწრებს (70-ე ადგილი). სანქტ-პეტერბურგი და ნოვოსიბირსკი შესაბამისად 123-ე და 142-ე ადგილებზე განთავსდნენ.

ტურისტები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
მეშვიდე ცაზე: ქართველები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ტურისტები არიან მსოფლიოში

რაც შეეხება თურქეთს, სტამბოლმა 114-ე ადგილი დაიკავა და ანკარას გაუსწრო, რომელიც მხოლოდ 120-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს 127-ე ადგილი ერგო. სომხეთის ქალაქები რეიტინგში ვერ მოხვდა.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი ქალაქი“ არის ნიუ-იორკი (აშშ). შემდეგ მოდის ლონდონი (დიდი ბრიტანეთი), პარიზი (საფრანგეთი), ტოკიო (იაპონია), რეიკიავიკი (ისლანდია).

„ჭკვიანი ქალაქების“ ათეულში შევიდა ასევე სინგაპური, სეული (სამხრეთ კორეა), ტორონტო (კანადა), ჰონგ-კონგი (ჩინეთი) და ამსტერდამი (ჰოლანდია).

საქართველოს ადგილი ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში: ეთიოპიასა და სომხეთს შორის >>

IESE-ს ბიზნეს-სკოლის ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი Cities in Motion Index გეოგრაფიული დაფარვის და მონაცემების დამუშავების მოცულობით ერთ-ერთ ყველაზე სრულფასოვან რეიტინგად მიიჩნევა. კვლევის ავტორები აფასებენ როგორც ქალაქების განვითარების მიღებულ სტრატეგიებს, ისე ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებს.


ყველა ახალი ამბავი
0