Gallup-მა საქართველოში მართლწესრიგის დონე შეაფასა

გამოწერა
საქართველომ რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ამერიკული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის Gallup-ის რეიტინგში გლობალური კანონი და წესრიგი 2018" საქართველომ მე-17 ადგილი დაიკავა.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ქვეყნის 142 ქვეყანაში ჩაატარეს გამოკითხვა. რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს, ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის დანაშაულთან შეხება და პირადად როგორი გამოცდილება აქვთ სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
სანქციები დანაშაულის დაფარვისთვის შეიძლება გამკაცრდეს

კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა მეზობელი ქვეყანა უკან ჩამოიტოვა. მან 87 ქულა მიიღო, ისევე, როგორც პორტუგალიამ და თურქმენეთმა.

რეიტინგის სათავეში სინგაპურია 97 ქულით. ხუთეულში ასევე შევიდნენ ნორვეგია (93), ისლანდია (93), ფინეთი (93) და უზბეკეთი (91).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 25-ე ადგილზეა, სომხეთი – 69-ზე, თურქეთი – 73-ზე, რუსეთი 88-ე ადგილზე გავიდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა ლიბერიაში, გაბონში, სამხრეთ სუდანსა და ვენესუელაში.

ყველა ახალი ამბავი
0