მეშვიდე ცაზე: ქართველები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ტურისტები არიან მსოფლიოში

© photo: Sputnik / Stringerტურისტები მთაწმინდაზე
ტურისტები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები ხშირად არიან კმაყოფილი საზღვარგარეთ მოგზაურობით და იშვიათად ჩივიან.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომლებშიც ყველაზე ბედნიერი მოგზაურები არიან. ამაზე კომპანია RewardExpert-ის კვლევა მეტყველებს.

კომპანიის ანალიტიკოსებმა ნახეს 70 ქვეყანაში სასტუმროების ჩანაწერები, რომლებიც ჩვეულებრივმა მოგზაურებმა გააკეთეს. გათვალისწინებულია 13410 სასტუმროს 3,5 მილიონი გამოხმაურება.

მიღებული რეიტინგის მიხედვით, საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სიაში, რომელთა ტურისტები ხშირად არიან კმაყოფილი მოგზაურობით. საქართველოს მოქალაქეების ჩანაწერების თითქმის ნახევარში (49,38%) იყო მინაწერი – „ხუთი ვარსკვლავი".

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
„გაიღიმეთ, თქვენ ამაში ფულს გიხდიან“ – როგორ ემსახურებიან ტურისტებს საქართველოში

საქართველოს რეიტინგში მეორე ადგილზეც შეეძლო გასვლა, მაგრამ საერთო სტატისტიკა ნეგატიურმა გამოხმაურებებმა გააუარესა. ერთ-ორ-ვარსკვლავიანი შეფასება სპეციალისტებმა 7,22% დაითვალეს, რის გამოც ქვეყანა რამდენიმე პოზიციით ქვევით ჩამოვიდა.

ყველაზე ბედნიერი მოგზაურების რაოდენობით პირველი აღმოჩნდა რუსეთი (46,16% დადებითი და 4,99% უარყოფითი გამოხმაურება), მეორე და მესამე ადგილებზე არიან სერბეთი და ლიბანი. ათეულში ასევე მოხვდნენ ავსტრალია, ბელარუსი, ისრაელი, აშშ, იორდანია და კოლუმბია.

კომპანიამ შეადგინა ყველაზე მავნებელი და განაწყენებული მოგზაურების სიაც. ყველაზე უბედური ტურისტები ესპანელები აღმოჩნდნენ. ირლანდიელები და ისლანდიელები ასევე ხშირად არიან უკმაყოფილო მოგზაურობით. ასეთი ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ იტალია, ბულგარეთი, ზიმბაბვე, დანია, თურქეთი, ირანი და ლიტვა.

ყველა ახალი ამბავი
0