ახალი სახეები საქართველოს მთავრობაში – მასმედიის ვერსიები

© photo: Sputnikკანცელარია
კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, იგეგმება განათლების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების შეცვლა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს წარადგენს.

„მცირე მთავრობის" კონცეფციის თანახმად, საქართველოში 13-ის ნაცვლად 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციასა და ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული.

ახალ მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ, სამი მინისტრი შეიცვლება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პარლამენტმა „მცირე მთავრობის“ შექმნას მწვანე შუქი აუნთო>>>

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც დღეისათვის ორი უწყების ფუნქციებს გააერთიანებს — განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროებს — სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს. მიხეილ ჩხენკელის შესაძლო შემცვლელი ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორია.

ფინანსთა მინისტრის პორტფელი შეიძლება ერთ-ერთი მსხვილი მობილური კავშირის ოპერატორის Geocell-ის კომერციულ დირექტორს ვანო მაჭავარიანს ერგოს. ვიდრე პრემიერი გახდებოდა, ბახტაძე ქვეყნის მთავარი ფინანსისტი იყო.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
„მცირე მთავრობა" – შეიცვლება თუ არა შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავარაუდოდ, ექიმი-კარდიოლოგი გიორგი ქობულია უხელმძღვანელებს. იგი ამ დროისთვის მოსკოვში მუშაობს. ამ ეტაპზე ეკონომიკის უწყებას გიორგი ჩერქეზიშვილი უდგას სათავეში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მთავრობის ძირითადი შემადგენლობა, მათ შორის ძალოვანი მინისტრები, ახალ მთავრობაში პოსტებს შეინარჩუნებენ.

უკვე ცნობილია, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 15 ივლისს გაიმართება, 13-14 ივლისს კი პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მამუკა ბახტაძეს.

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში მმართველი პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პარლამენტის თანხმობა უპრობლემოდ უნდა მიიღოს, თუ, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობა არ იქნება.

სამინისტროების შემცირება საქართველოში მეოთხედ მილიარდ ლარს მოიტანს>>>

ამგვარად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში პარლამენტს საქართველოს უკვე მეორე მთავრობისთვის მოუწევს ნდობის გამოცხადება.

ბახტაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს გახდა, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0