ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივები - საქართველოს ეკონომიკა სხვანაირი იქნება

© Sputnik / STRINGERმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერობის კანდიდატი მასშტაბური საგადასახადო რეფორმის გატარების პირობას დებს

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ქვეყნის ეკონომიკის საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ გასულ ხუთშაბათს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. ოთხშაბათს დეპუტატები მამუკა ბახტაძის ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბიზნესმენებს 2013 წლის 1 იანვრამდე არსებულ ყველა საგადასახადო დავალიანებას ჩამოუწერენ

მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საქართველოში ტრანსნაციონალური კომპანიების მოზიდვა იქნება, განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

„მე მქონდა შეხვედრა ჩვენს ახალგაზრდებთან, სტარტაპერებთან. თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული მსხვილი კომპანიების მოზიდვაში, ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ ადგილობრივი პოტენციალი კიდევ უფრო განვავითაროთ. ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობების დაარსებას, რომლებიც სერვისებს საზღვარგარეთ გაყიდიან, რომ მათ ყველა ტიპის გადასახადი ფიზიკურ დონეზე გავუნულოთ. ჩვენ მსგავსი კომპანიები უნდა დავაინტერესოთ“, — განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის კიდევ ერთი ინიციატივა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები უცხოელი მოქალაქეების სახსრების მოზიდვას ეხება.

პრემიერ-მინისტრობა — ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში >>

„მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური მიმართულებით. ჩვენი შემდეგი ინიციატივა შეეხება იმას, რომ საქართველოში არარეზიდენტ პირებს მივცეთ საშუალება კომპანიებისა და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება, ისე რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწიოთ – ონლაინ რეჟიმში. ჩემი ამოცანაა, აღნიშნული რეფორმა ძალაში შევიყვანოთ მომავალი წლის პირველი იანვრიდან“, — განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე საკომიტეტო მოსმენაზე - Sputnik საქართველო
მომავალი თვიდან მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ

საკუთარ გამოსვლაში პარლამენტის წინაშე ბახტაძე ფისკალური სფეროს რეფორმას შეეხო.

„ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოლოდინებს, რომელიც დღეს არის ჩვენს საზოგადოებაში, ის არის მოძველებული. შესაბამისად, ჩემი ინიციატივაა, ღია პლატფორმაზე, კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის განცხადებით, პარლამენტის წინაშე წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დროებითია. უახლოეს მომავალში ის აპირებს წარდგეს ინიციატივით სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი სამინისტროების რაოდენობის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ბახტაძეს უკვე განახლებული მინისტრთა კაბინეტით მოუწევს პარლამენტის ნდობის ხელახალი მოპოვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური