მომავალი თვიდან მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ

© FB / Giorgi Abdaladze მამუკა ბახტაძე საკომიტეტო მოსმენაზე
მამუკა ბახტაძე საკომიტეტო მოსმენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან ხელფასი პოლიციელებს გაეზრდებათ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მეხანძრეების ხელფასები ივლისიდან გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს საპარლამენტო კომიტეტებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მინისტრობის კანდიდატურებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც ყველა კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

სასწავლო წლის დასაწყისი სკოლაში - Sputnik საქართველო
ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგანან სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და, შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოძებნეთ, იმით ვაპირებთ, რომ მათ შემდეგი თვიდან ხელფასი გაეზარდოთ“, — განაცხადა ბახტაძემ.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან 13,2 ათას პოლიციელს ხელფასი გაეზრდება.

20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამისათვის პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე 14 ივნისს წარადგინა. მთავრობის ყველა წევრი ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებელია.

ყველა ახალი ამბავი
0