ბიზნესმენებს 2013 წლის 1 იანვრამდე არსებულ ყველა საგადასახადო დავალიანებას ჩამოუწერენ

© FB / Giorgi Abdaladzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა დავალიანების ჩამოწერით მოვალეების ეკონომიკურ აქტიურობაში დაბრუნებას გეგმავს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე ბიზნესმენებისთვის 2013 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გეგმების შესახებ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში სამშაბათს მინისტრობის ყველა კანდიდატს უსმენენ, ხოლო ოთხშაბათს დეპუტატები მამუკა ბახტაძის ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძის მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება

„მინდა ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის შესახებ გითხრათ. როდესაც ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენ მეწარმეებსა და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვსურს თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს ინიციატივა დაახლოებით 36 ათას გადამხდელს შეეხება.

„მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, — განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობა — ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში >>

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამართლიანობის აღსადგენად ნაბიჯები გადადგა და ბიზნესს საგადასახადო გადახდების ზედმეტობა დაუბრუნა.

ყველა ახალი ამბავი
0