ივანიშვილი: შოთაძის გადადგომა ახალი სტანდარტია

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი, არქივის ფოტო
ბიძინა ივანიშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და მათი მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება, განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი პროკურორი გადადგა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გამოძიების ხელახლა ჩატარებას, საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასა და დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვენ. მათი მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულებულია, რადგან შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილმა მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, პროკურორის გადადგომა ის სტანდარტია, რომლის დამკვიდრებაც, ქართული ოცნების მიერ განხორციელებული, 2012 წლის სახალხო რევოლუციის მიზანი იყო.

„თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე“, — აღნიშნავს ივანიშვილი.

ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება და საპროტესტო აქცია

ივანიშვილის თქმით, ის ინტერესით აკვირდებოდა სამართლებრივი პროცესების მიმდინარეობას და დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება „სრულად და დროულად" აღსრულდებოდა.

„სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად მოჰყვა უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი“, — აცხადებს ივანიშვილი.

მთავარი პროკურორის გადადგომას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. მან შოთაძის გადაწყვეტილება  უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურორის გადადგომა სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია.

აქცია მთავარ პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისს სცდება: ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობა ქუჩაში გადის

„მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა. მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად“, — განაცხადა წულუკიანმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0