საპროტესტო აქციები თბილისს სცდება: ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობა ქუჩაში გადის

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია მთავარ პროკურატურასთან
აქცია მთავარ პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია ბათუმში საპროტესტო აქციის ჩატარების თაობაზე „ფეისბუქით“ გავრცელდა, ხოლო ზუგდიდის აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ დააანონსა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დედაქალაქის გარდა ბათუმსა და ზუგდიდშიც გააპროტესტებენ.

ინფორმაცია ბათუმში საპროტესტო აქციის ჩატარების თაობაზე „ფეისბუქით“ გავრცელდა ჰეშთეგით „აღსრულდეს სამართლიანობა #ნუმომკლავ“, ხოლო ზუგდიდის აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ დააანონსა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სწორედ ზაზა სარალიძის მამაა ინიციატორი თბილისში მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქციისა, რომელიც მანამდეც სდებდა ბრალს პროკურატურას არაობიექტურ გამოძიებაში და აცხადებდა, რომ პროკურატურა ყოფილი თანამშრომლის შვილს აფარებს ხელს.

ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თავის მხრივ, განმარტავს, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ყველა ახალი ამბავი
0