მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება და საპროტესტო აქცია

გამოწერა

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ საპროტესტო აქციები ასევე გაიმართება ბათუმსა და ზუგდიდშიც.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სწორედ ზაზა სარალიძის მამაა ინიციატორი თბილისში მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქციისა, რომელიც მანამდეც სდებდა ბრალს პროკურატურას არაობიექტურ გამოძიებაში და აცხადებდა, რომ პროკურატურა ყოფილი თანამშრომლის შვილს აფარებს ხელს. 

ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თავის მხრივ, განმარტავს, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პროკურატურის შენობათან მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
1/7
საპროტესტო აქცია პროკურატურის შენობათან მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
© Sputnik / Shota Nozadzeერთ-ერთი ბრალდებული სასამართლომ გაამართლა, ხოლო მეორეს დანაშაულის გადაკვალიფიცირება მოხდა განზრახ მკვლელობის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლზე
ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
2/7
ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლომ გაამართლა, ხოლო მეორეს დანაშაულის გადაკვალიფიცირება მოხდა განზრახ მკვლელობის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლზე
© Sputnik / Shota Nozadzeზაზა სარალიძე, დაღუპული დავით სარალიძის მამა, სასამართლოს განჩინების გაჟღერების შემდეგ პირველი მივიდა პროკურატურასთან
ზაზა სარალიძე, დაღუპული დავით სარალიძის მამა, სასამართლოს განჩინების გაჟღერების შემდეგ პირველი მივიდა პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
3/7
ზაზა სარალიძე, დაღუპული დავით სარალიძის მამა, სასამართლოს განჩინების გაჟღერების შემდეგ პირველი მივიდა პროკურატურასთან
© Sputnik / Shota Nozadzeგარდაცვლილი დავით სარალიძის მამას მხარდაჭერა გამოუცხადა უამრავმა ადამიანმა
ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
4/7
გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას მხარდაჭერა გამოუცხადა უამრავმა ადამიანმა
© Sputnik / Shota Nozadzeაქციის მონაწილეები ითხოვენ ქვეყნის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას
ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
5/7
აქციის მონაწილეები ითხოვენ ქვეყნის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას
© photo: Sputnikსაპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ თავიდან არ ჩატარდება გამოძიება
საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ თავიდან არ ჩატარდება გამოძიება - Sputnik საქართველო
6/7
საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ თავიდან არ ჩატარდება გამოძიება
© Sputnik / Shota Nozadzeსასამართლოს აგდაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციები იმართება არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და ზუგდიდშიც
სასამართლოს აგდაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციები იმართება არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და ზუგდიდშიც - Sputnik საქართველო
7/7
სასამართლოს აგდაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციები იმართება არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და ზუგდიდშიც
ყველა ახალი ამბავი
0