საქართველოს მთავარი პროკურორი გადადგა

© The Prosecution Service of Georgiaირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოთქვა იმედი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შოთაძის გადადგომას მოითხოვდა მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ შეიკრიბნენ.

პარლამენტი სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის >>

„დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“, — ნათქვამია შოთაძის განცხადებაში.

პირდაპირი ჩართვა: ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
პირდაპირი ჩართვა: პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობაში ორი ბრალდებულის მიმართ განაჩენის გამოცხადებისთანავე საპროტესტო აქცია დაიწყო.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა პროკურორებიც, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. რამდენიმე საათის წინ შოთაძემ განცხადება გააკეთა და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ საქმეში ჩაერთვებიან მსოფლიოში ავტორიტეტული პროკურორები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, თუმცა ამან პროტესტის ტალღა ვერ შეაჩერა. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ გამომძიებლებმა საქმის მასალები გაანადგურეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0