აკაკი ზოიძე: სააფთიაქო ნარკომანია უნდა გადაიკეტოს

გამოწერა
ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პირადი მოხმარებისთვის და ნარკოტიკის მცირეოდენი ფლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოიხსნება.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროექტი სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლასაც ითვალისწინებს, იუწყება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიოირგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს...

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისის ცენტრში ორდღიანი მასშტაბური აქციის შემდეგ. ახალგაზრდობამ, რომელიც აღაშფოთა თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, 12-13 მაისს აქცია გამართა. პარასკევს პოლიციამ ნარკოტიკების გამსაღებელი რვა პირი დააკავა, ხოლო კლუბების სტუმრებმა პოლიციელები მათ მიმართ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

ნარკოტიკი ღვინო არ არის – იუსტიციის მინისტრი კატეგორიულია>>>

„კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით.

ე.წ. სააფთიაქო, ანუ მედიკამენტოზური ნარკომანია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობამ მასთან ბრძოლის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა — დაწესდა რეცეპტების სისტემა, სააფთიაქო კონტროლი, მედიკამენტების გაყიდვის წესების დარღვევისთვის მაღალი ჯარიმები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად დარჩა.

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა ერთი თვით გადადო. ამას წინ უძღოდა ხუთი ახალგაზრდის, სავარაუდოდ, ახალი ე.წ. კლუბური ნარკოტიკის „მეფედრონის“ მიღების შედეგად გარდაცვალება.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

14 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

Telegram - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკები Telegram-ის საშუალებით იყიდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა, რომელთა განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება. ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკი მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით დასჯადი გახდება ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება.

„გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ამოქმედდება ბერკეტები, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს“, – განაცხადა ზოიძემ.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
სააფთიაქო ნარკომანია: საქართველოში რეცეპტის გარეშე წამლებით ვაჭრობა აღკვეთეს

რა დათმობაზე წავიდა მინისტრი გახარია „კლუბური აქციის" წევრებთან შეხვედრაზე>>>

ამ დროისათვის საქართველოში 5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა იმ რაოდენობად მიიჩნევა, რომელიც პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და, შესაბამისად, არ ისჯება.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების ან პრეკურსორების კანონსაწინააღმდეგო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა ან გადაგზავნა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იგივე ქმედება, თუ საუბარია ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგო გასაღება 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0