გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს...

გამოწერა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ერთკვირიანი ვადა მისცა მთავრობას დანაპირების შესასრულებლად.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში იმ ადამიანების მაგივრად მოუხადა, ვინც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.

ამ წუთებში თბილისის ცენტრში მიმდინარე მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქციაზე, რომელიც 12 მაისს პოლიციის მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის დროს პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს, გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილმა მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდასაჭერად კლიპი გამოუშვა

„მე ვიხდი ბოდიშს არ მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს, ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა“, —განაცხადა მინისტრმა.

გახარიამ ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებისგანაც მოითხოვა, ვინ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა მისი თხოვნა გააპროტესტეს.

გახარია აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შედეგებს ერთობლივად მიაღწევენ. მან მონაწილეებს დაშლისკენ, პოლიციის მითითებების დამორჩილებისკენ  და მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას.

1. ჩვენი ყველას ამოცანაა — ეს საღამო დასრულდეს მშვიდობიანად. 

2. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი თავისუფლების გამოხატვის უფლება არ შეუზღუდავს არავის. თითოეული პოლიციელი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ მიზანს და ვიპოვოთ სწორი გამოსავალი. უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, რომ დილის 10 საათზე თქვენს მიერ შერჩეულ წარმომადგენლებთან ერთად გავივლი პარასკევ საღამოს მომხდარ ყველა მოვლენას.

გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციისგან მაქსიმალურ დაცვას ითხოვს

თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, პარლამენტის წინ შევიკრიბებით ყველა ერთად, ან ვიცეკვებთ ან ვიმღერებთ. მინდა გთხოვოთ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავემორჩილოთ პოლიციის მოთხოვნებს. მივცეთ საშუალება თბილისს იცხოვროს ჩვეულებრივი ნორმალური სამუშაო დღით. თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. ყველა ადამიანი არის ფასეული, ამიტომ ვცეთ ერთმანეთ პატივი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.“

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ერთკვირიანი ვადა მისცა მთავრობას დანაპირების შესასრულებლად.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მეორე დღე მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელზეც ახალგაზრდები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

დღეს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ ნეონაცისტური დაჯგუფებებიც, რომლებიც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებენ და მათთან დაპირისპირებას ცდილობენ. პოლიცია ცდილობდა არ დაეშვა, რომ დაჯგუფებების წევრები მიუახლოვდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებს.

ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციის კორდონი და ჭავლმტყორცნი მანქანები იცავენ მომიტინგეებს კონტრაქციის წევრების თავდასხმისაგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0