ბერა ივანიშვილმა მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდასაჭერად კლიპი გამოუშვა

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეპერი სინთეტიკური ნარკოტიკების და ნარკოგამსაღებლების და ასევე ნარკომომხმარებლების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოკლიპი „ლეგალიზაცია“ ატვირთა.

მმართველი პარტიის ლიდერის ვაჟმა საკუთარ სიმღერაში მარიხუანას ლეგალიზაციას ღიად დაუჭირა მხარი და გამოვიდა ნარკომომხმარებლების დაკავებების, სინთეტიკური ნარკოტიკების და ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ. სიმღერაში არის ასეთი სიტყვები „წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის“.

ბერას სიმღერას 40 წუთში დიდი გამოხმაურება მოყვა და ის 382 ადამიანმა გააზიარა.

თბილისის ცენტრში კი ამ წუთებში დაძაბული მდგომარეობაა. მობილიზებულია ჭავლმტყორცნი ორი მანქანა და სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო: მივმართავთ ყველას თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან

ამჟამად პარლამენტის წინ გრძელდება „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრთა და მომხრეთა საპროტესტო აქცია, რომლებიც ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციას ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. აგრეთვე იქ იმყოფებიან „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ და „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ჯგუფები.

კონტრაქციის მონაწილეებმა მანამდე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციას ერთი საათი მისცეს იმისათვის, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალის გამოყენებით იმუქრებიან.

ვის წინააღმდეგ არის მიმართული წყლის ჭავლები, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული მანქანები ორი კონტრაქციის პირდაპირ პარლამენტის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის განლაგებული.

მანამდე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. გამოსვლისას მან ორივე მხარეს სიმშვიდისკენ და ძალადობის არგამოყენებისკენ მოუწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0