ნარკოტიკები ინტერნეტით – დაკავებულია შსს–ს თანამშრომლის ძმა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს–ს ინსპექტორ–გამომძიებლის მონაწილეობა ნარკოვაჭრობაში ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის, გამოძიება გრძელდება

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ნარკოტიკების ონლაინ–გაყიდვისთვის დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს შსს–ს ერთ–ერთი რაიონის უბნის ინსპექტორ–გამომძიებელია, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შსს–მ ნარკოტიკების ონლაინ–გაყიდვის სქემისა და 27 წლის ქალისა და 24 წლის მამაკაცის დაკავების თაობაზე სამშაბათს განაცხადა. ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გიორგი გოგებაშვილია, ხოლო მისი ძმა – იაკობი. ნარკოტიკები პოლიციამ სამალავის, ქალის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინა.

„2018 წლის 7 მაისს ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 2 მოქალაქე. საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა - დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი

მას შემდეგ, რაც ინსპექტორ–გამომძიებელმა თავისი ძმის დაკავების შესახებ შეიტყო, მან მაშინვე დაწერა განცხადება გათავისუფლების თაობაზე.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ. ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნავენ შსს–ში.

თავად პოლიციელი კომენტარისგან თავს იკავებს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ვოლსკი და თბილისის მერი კახა კალაძე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციელი ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დააკავეს

როგორც გია ვოლსკიმ ჟურალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამ დანაშაულში აღმოჩნდა გარეული, თუმცა, მნიშვნელობა არა აქვს, რა უწყების ან სამინისტროს თანამშრომელია ადამიანი, ან საერთოდ, მუშაობს თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებში. ყველამ, ვისაც ეს სიკვდილი შემოაქვს საქართველოში, უნდა იცოდეს, რომ კანონი დაუნდობელი იქნება.

ვოლსკის ეთანხმება კალაძეც.

„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. კანონი არის უზენაესი და ყველასთვის ერთია. არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ განსხვავებული მიდგომა არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ პასუხი აგონ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ბერა ივანიშვილი კლუბთან Bassiani

რაც შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემას, დაკავებულები ნარკოტიკის რეალიზებას ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით ახდენდნენ. მყიდველი სასურველი ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, მათ იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, თუ სად მდებარეობდა შეძენილი ნარკოტიკი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით („ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე“) მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0