პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა - დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი

© Africa Studioჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები ნარკოტიკის რეალიზებას ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით ახდენდნენ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს თანამშრომლები ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების სქემის გაშიფვრაზე, რაც საბოლოოდ ორი ახალგაზრდის დაკავებით დასრულდა, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ინტერნეტ ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, საკონტროლო შესყიდვების გაკეთებაც კი გახდა საჭირო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები — 27 წლის ქალი და 24 წლის  მამაკაცი, ნარკოტიკის რეალიზებას ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით ახდენდნენ. მყიდველი სასურველი ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, მათ იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, თუ სად მდებარეობდა შეძენილი ნარკოტიკი.

აბები - Sputnik საქართველო
საქართველოში 400 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს

„ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი“ — განმარტავენ უწყებაში.

პოლიციამ, დაკავებული ქალბატონის ავტომობილის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით („ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე“) მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0