საქართველოში 400 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს

CC0 / Pixabay / stevepb / აბები
აბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
განადგურებული ნარკოტიკების საერთო ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა 400 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სისხლის სამართლის 800 საქმეზე ნივთმტკიცებად არის ამოღებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„შავ ბაზარზე“ განადგურებული ნარკოტიკების საერთო ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

ნარკოტიკები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში 6 ათასი ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა >>

ნარკოტიკული საშუალებებს შორის იყო: 996 გრამი კოკაინი, 288 გრამი ჰეროინი, 1402 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 1317 აბი, 55 გრამი და 173 აბი მეტადონი, 172 გრამი და 77 აბი „მდმა“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

ნარკოტიკების განადგურება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0