თბილისში პოლიციელი ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ გამომძიებელ-დეტექტივმა ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. პოლიციის თანამშრომელს ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ. ა. დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, იგი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არის დაკავებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ. ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება", — ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულს 6-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0