რა კავშირშია ბერა ივანიშვილი კლუბთან Bassiani

© photo: BERA / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისის დასაწყისში საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალების გამო ახალგაზრდები იღუპებიან.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი — რეპერი ბერა უარყოფს ბრალდებას, რომლის თანახმად, თითქოს იგი თბილისში ცნობილი ღამის კლუბი Bassiani-ის მფლობელია, სადაც ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, ახალი კლუბური ნარკოტიკის გამო, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ქართული მასმედიის მონაცემებით, ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი ახალი კლუბური ნარკოტიკი „მეფედრონი" გახდა. გარდა ამისა, კიდევ რვა პაციენტი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა. გასულ კვირას ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მეგი გოცირიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ კლუბი Bassiani, საიდანაც "გოგონებისა და ბიჭების გვამები გამოაქვთ", ბერას ეკუთვნის.

„მეფედრონი“ თუ „ფენტანილი“: რა გახდა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი>>>

„კლუბი Bassiani ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში", — დაწერა ბერამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამასთან, მუსიკოსმა აღნიშნა, რომ პირადად ის და მთელი მისი ოჯახი დაინტერესებულია იმაში, რომ ამ მკვლელობებში დამნაშავე პირები მკაცრად დაისაჯონ.

„იმედი მაქვს, ასეც მოხდება. მე გულწრფელად ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათთან ერთად ვიზიარებ ამ მწუხარებას. მუდამ თქვენი ბერა", — აღნიშნა მან.

ბერამ მეგი გოცირიძეს შეახსენა მოარული ხმები, რომელიც 2017 წლის ივნისში ოპოზიციური ტელეკომპანია Rusatvi2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა — თითქოსდა ივანიშვილს ინსულტი დაემართა. ბერას სიტყვებით, გოცირიძემ უმალ აიტაცა ეს ხმები და სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილების სახლთან, სადაც მისი ბებია ცხოვრობს, გვირგვინი დადო.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი

ამასთან ერთად მილიარდერის ვაჟი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ მომხრეებს მისი Facebook-სტატუსის შემდეგ მონანიების სურვილი არ დაებადებათ. მუსიკოსი გოცირიძისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ თუ არა მისი ასაკი და ის ფაქტი, რომ გოცირიძე ქალია, იგი ნათქვამისთვის პასუხს სხვანაირად მოსთხოვდა.

„საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ", — განაცხადა მან.

ივანიშვილის ვაჟმა ჟურნალისტებსაც მიმართა და დაუსაბუთებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„მივმართავ მათ, ვინც, პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებული არიან ესმოდეთ, რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება – ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში", — აღნიშნა ბერამ.

Bassiani ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებში ხშირად უკავია მოწინავე ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0