სამწლიანი პატიმრობა დასრულებულია: ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური უდანაშაულოდ სცნეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. მათი სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს გაიმართება.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. დღეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ქართველი მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტოგოს დროშით მცურავ ხომალდზე ლიბიელმა სამართალდამცავებმა არალეგალური ტვირთი 2015 წელს აღმოაჩინეს, რის გამოც დააკავეს ეკიპაჟის 5 წევრი,  მათ შორის ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძეც, რომელიც გემზე მზარეულად მუშაობდა.

მკაცრი რეჟიმის საპატიმრო პარიზთან ახლოს - Sputnik საქართველო
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების შემდეგ, ლიბიის სადეპორტაციო პროცედურებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რომლის დასრულების შემდეგ, სოსლან კაკაბაძე  საქართველოში დაბრუნდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში საქართველოს ელჩი (ეგვიპტეში) ალექსანდრე ნალბანდოვი იმყოფება. მან  სხვა დაკავებული ქართველი მეზღვაურები მოინახულა და შეხვედრებს მართავს ლიბიის საგარეო უწყებასთან.

ამ დროისთვის ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება. ბერძნული სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 55 წლის გენადი კომახიძე და მეზღვაური რომან კაკალაძე (მათთან ერთად  დაკავებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა). ბრალდება აქაც იდენტურია — ლიბიიდან დიზელის კონტრაბანდა. მათ საქმეებზე არსებითი განხილვები ისევ გრძელდება და მომდევნო სასამართლო სხდომა 20 მაისს ჩაინიშნა. 

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

სოსლან კაკაბაძე  ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით 2015 წლის აგვისტოში, კოკის (მზარეულის) პოზიციაზე, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე დასაქმდა.

მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა. 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა სანაპირო დაცვამ  დააკავა.

ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას დედაქალაქ ტრიპოლიში გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ელ-ზავიას ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით, ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საბარგულში ჩამაგდეს და წამიყვანეს - უკრაინიდან ქართველი ჟურნალისტის დეპორტაცია

კაკაბაძე თავიდან, 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. შემდეგ დაკავებულებს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს.

ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ კაკაბაძეს ადვოკატი დაუქირავა. 

ყველა ახალი ამბავი
0