ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

© photo: AFP 2020 / Christophe Petit Tessonმკაცრი რეჟიმის საპატიმრო პარიზთან ახლოს
მკაცრი რეჟიმის საპატიმრო პარიზთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ არსებობს ნორმალური საკვები, არის ანტისანიტარია და არაადამიანური მოპყრობა – ასეთ პირობებში უწევთ ყოფნა ქართველ მეზღვაურებს ლიბიის იზოლატორში.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაური ტრიპოლის იზოლატორში არაადამიანურ მოპყრობასა და ანტისანიტარიას უჩივის, ისინი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ტანზანიის დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად 30 აგვისტოს ლიბიის წყლებში დააკავეს. გემი არალეგალური ტვირთის გადაზიდვაში ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

დარბაზი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება კონგოში ქართველი პილოტის ბედს არკვევს

დაკავებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგაც კი მეზღვაურებს არ ჰყავთ არც ადვოკატი და არც თარჯიმანი. დაკავებულების ნათესავები ქვეყნის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და დახმარებას სთხოვენ.

"უცხოელი ადვოკატები მივიდნენ, ენა არ იცოდნენ, ინგლისურიც არ იცოდნენ, რომ გაეგებინებინათ რამე. არანაირი დახმარება არა აქვთ – საჭმელი არა აქვთ, სასმელი არა აქვთ. შვილი იძახის, ძაღლსაც არ აჭმევენ, ისეთ საჭმელს გვიგზავნიანო", — განაცხადა ერთ-ერთი მეზღვაურის დედამ ნანა ხოხბამ.

ქართველი მეზღვაურების თქმით, მათ არ შეხმიანებია საქართველოს საკონსულო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს. თარჯიმანს არ ესმის არც ერთი იმ ოთხი ენიდან, რომლებიც მეზღვაურებმა იციან.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე დროებითი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0