ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიმსჯავრდებული
მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეზღვაურები გემზე დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთი გადაჰქონდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ლიბიის სასამართლომ სამ ქართველ მეზღვაურს წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა 30 დღით გაუგრძელა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ტანზანიის დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად 30 აგვისტოს ლიბიის წყლებში დააკავეს. გემი არალეგალური ტვირთის გადაზიდვაში ეჭვის საფუძველზე დააკავეს. სასამართლო სხდომა 17 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით იგი ერთი დღით ადრე ჩატარდა.

მკაცრი რეჟიმის საპატიმრო პარიზთან ახლოს - Sputnik საქართველო
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

„გუშინ, 16 ოქტომბერს წინასასამართლო მოსმენა ჩატარდა, რომელზეც ეკიპაჟის წევრებს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 დღით გაუგრძელეს. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ანუ გუშინდელი მოსმენა მხოლოდ პატიმრობის ვადის გაზრდას ეხებოდა", — განაცხადა „პირველი არხის" ეთერში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსმა გრიგოლ მაგრაქველიძემ.

მაგრაქველიძის სიტყვებით, დეპარტამენტს მეზღვაურების ადვოკატებთან მუდმივი კავშირი აქვს. საქმეში ასევე ჩართულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლიბიის სახელმწიფო სტრუქტურებთან.

მანამდე ქართველი მეზღვაურები ტრიპოლის იზოლატორში არაადამიანურ მოპყრობასა და ანტისანიტარიას უჩიოდნენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0