სკოლების უსაფრთხოება - მოერევა თუ არა პოლიცია და განათლების სამინისტრო მოზარდთა აგრესიას

© Sputnik / STRINGERთბილისის 51-ე სკოლა
თბილისის 51-ე სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არის თუ არა საკმარისი მანდატურების გადამზადება და ქვეყნის 2500-ზე მეტ სკოლაში ვიდეოკამერების დამონტაჟება მოზარდებს შორის მომეტებული აგრესიის აღმოსაფხვრელად.

2017 წლის 1 დეკემბერს მთელი საქართველო შეძრა თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. 2 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა მოსწავლეებს შორის ქუჩაში საქმის გარჩევამ, რომელშიც 15-17 ახალგაზრდა მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები უფრო ხშირად თავად არიან ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე — ძალადობის ინიციატორები.

ბუნებრივია, ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ უფრო მძაფრი დისკუსიები გამოიწვია, როგორ მოვახერხოთ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შსს-სთან ერთად სკოლებში უსაფრთხოების კონტროლის ახალი, უფრო დახვეწილი მექანიზმები შეიმუშავა, რომელიც მთავრობამ გასულ კვირას მოიწონა და გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტს.

პროექტის თანახმად, 2019 წლამდე საქართველოს 2500-ზე მეტ სკოლაში ვიდეოკამერები გარე და შიდა პერიმეტრზე ეტაპობრივად დამონტაჟდება, ასევე იცვლება მანდატურის მომზადებისა და მისი ზოგადი კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები. სავალდებულო ხდებამანდატური იყოს 21 წლის მაინც, პროფესიული ან უმაღლესი განათლებით, შესაბამისი ფიზიკური და პრაქტიკული მომზადებით…

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
არსებობს თუ არა ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში

სახელმწიფო ძალადობისაკენ მიდრეკილი ბავშვების შესახებ მონაცემებს ადრეული ასაკიდან შეაგროვებს და შესაბამის ინფორმაციას მოსწავლის პირად საქმეში შეიტანს. კანონპროექტით, რომელიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიამზადეს, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პარალელურად განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. პროექტის მიხედვით, მოსწავლის „პირადი გასინჯვა“ იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.
სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ შექმნა

ეს ცვლილებებია, რომელიც მთავრობის სხდომაზე ამ დღეებში დაამტკიცეს და რომლის თანახმადაც პოლიცია და განათლების სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა ძალადობის მოძალებული შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მაგრამ რა ვუყოთ მოჭარბებულ ძალადობრივ გარემოს, აგრესიას, რომელიც საზოგადოებაშია და სიღარიბეს, რომლის გამოც სკოლის მიტოვების შემთხვევები პროცენტულად საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში?

განათლების ექსპერტები თვლიან, რომ გამოსავალი მხოლოდ ვიდეოკამერების დამონტაჟება და მანდატურის ფიზიკური მომზადება ვერ გახდება. საჭიროა ზოგადად, აგრესიის დონის შემცირებაზე მუშაობა საზოგადოებაში, მეტი თვითმმართველობის მიცემა უფროსკლასელთათვის, სოციალური გარემოს შეცვლა, სოციო-ემოციური მხარდაჭერის სისტემის შექმნა. ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ განათლების სამინისტრო და შსს მარტო ამ პრობლემას, საზოგადოების ჩართულობის გარეშე, ვერ მოერევიან.
სასკოლო უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება საქართველომ საერთაშორისო მხარდაჭერით 2008 წლიდან დაიწყო, მაგრამ 2009 წლის შემდეგ ამ თემაზე კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ არასრულწლოვან დამნაშავეთა შორის 50 პროცენტზე მეტს სწავლა ოჯახური პირობების გამო აქვს მიტოვებული. აქ სოციალური გარემო და ოჯახური პირობები თანაბრად მნიშვნელოვანია.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე უფრო ეფექტურად იზრუნებენ

განათლების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური ამბობს, რომ ბოლო წლებში სამინისტრომ უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნისათვის დიდი სამუშაო გასწია. შეიქმნა „უსაფრთხო სკოლის სასკოლო სახელმძღვანელო“, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ის გადაცდომები, რომელთა შემჩნევის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციას ევალება რეაგირება, ასევე სასკოლო ეთიკის ნორმები.

თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესია.
ამ აგრესიის შეჩერებას წინა ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით ეცადა, რამაც საპატიმროებში ადამიანთა რიცხვის კატასტროფული ზრდა გამოიწვია. საკმაოდ დიდი იყო არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რაოდენობაც. სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე ექსპერტების ნაწილიც კი არ ეთანხმებოდა არასრულწლოვანთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას.

Сотрудники полиции у здания правительственной канцелярии - Sputnik საქართველო
„კომპრომისი არ იქნება" – შს მინისტრი პოლიციელთა უსაფრთხოებაზე

 ქართველი ფსიქოლოგები, მათ შორის მაია ცირამუა, თვლიან, რომ ძალადობის შემცირებას საზოგადოების, ოჯახების ერთობლივი ძალისხმევა და ჩართულობა დასჭირდება.
როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, საქართველოში მოზარდები ოჯახებში უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე სკოლებში. ამის შესახებ ნათქვამია განათლების სპეციალისტების — სოფიო გორგოძისა და სიმონ ჯანაშიას ნაშრომში „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი“.

კიდევ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ სკოლა და ბავშვების ცხოვრება უსაფრთხო და ბედნიერი გახდეს? სპეციალისტები მრავალ ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას.
თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის არქიტექტურული დაგეგმარებაც კი გასათვალისწინებელია, როცა საქმე მოზარდების უსაფრთხოებას ეხება.

„დანაშაულის პრევენცია სკოლის დიზაინითაცაა შესაძლებელი, რაც არქიტექტურულ დიზაინსა და სივრცის სათანადო მოწყობას გულისხმობს (მაგ. ნაკლებია ბნელი და „მოყუჩებული“ ადგილები, სადაც შეიძლება ძალადობა განხორციელდეს). მსგავსმა ღონისძიებებმა ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში კრიმინალი 86 პროცენტით შეამცირა 4 წლის მანძილზე. აშშ-ს ზოგიერთ სკოლაში არსებობს ანონიმური ზარების და შეტყობინებების სისტემა, რათა მოსწავლეებს ან, თუნდაც, მასწავლებლებს არ ჰქონდეთ შურისძიების შიში, თუკი აქვთ ინფორმაცია  სკოლაში ცივი იარაღის არსებობის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი საზრუნავია უფროსების მხრიდან ძალადობის აღმოფხვრა — როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური/ფსიქოლოგიური: იქნება ეს კლასის მართვის ავტორიტარული სტილი, ბავშვისთვის ყურის აწევა თუ დამამცირებლად მოქცევა; ნებისმიერი სიტყვა ან საქციელი, რაშიც უარყოფითი გავლენა ვლინდება; ნებისმიერი უსამართლო და მიკერძოებული მოქცევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება”, — ნათქვამია ამერიკელი მკვლევარების, ბუჩერის და მენინგის (2005) ნაშრომებში.

სასკოლო უსაფრთხოება, მოზარდების აღზრდა და განათლების მიცემა ამოუწურავი თემაა, რომელშიც სასურველია, საზოგადოების თითოეული წევრი მეტ-ნაკლებად იყოს ჩართული, თუმცა განათლების სამინისტროსა და შსს-ს ძალისხმევა, იმედია, მალე პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0