„კომპრომისი არ იქნება" – შს მინისტრი პოლიციელთა უსაფრთხოებაზე

© Sputnik / STRINGERСотрудники полиции у здания правительственной канцелярии
Сотрудники полиции у здания правительственной канцелярии - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ღამის კლუბ Bassiani–თან პოლიციელის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik.  საქართველოს შს მინისტრმა  გიორგი გახარიამ პოლიციელთა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით უკომპრომისო მიდგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლიციის თანამშრომელი 13 იანვარს, ღამით, ღამის კლუბ Bassiani–თან იმ დროს დაჭრეს, როდესაც იგი  ახალგაზრდა მამაკაცის შეჩერებას ცდილობდა, რომელმაც შენობის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ 15 იანვარს  გაათავისუფლა. მომხდარის მიზეზად დასახელდა კლუბის დაცვის მხრიდან მამაკაცისთვის კლუბში შეშვებაზე უარი.

 „იქ, სადაც საქმე პოლიციელის უსაფრთხოებასა და ღირსებას ეხება, ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისო ვიქნებით. ეს რომელიღაც  საუწყებო სოლიდარობის საკითხი არ არის. ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში, რომელშიც პოლიციელი დაუცველია, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, – განაცხადა გახარიამ ტელეარხ Imedi–ის ეთერში.

საქართველოს შსს–ს რეფორმა მიმართული იქნება პოლიციელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა  და ამასთან,  მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აკრძალვისკენ, აღნიშნა მინისტრმა. 

გამომძიებელთა მუშაობა - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მანქანა - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა ღამის კლუბ Bassiani-სთან - ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

 „ამიტომ იქ, სადაც უსაფრთხოებაზე მიდის საუბარი,  ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით. ასევე უკომპრომისოები ვიქნებით პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეში. სხვანაირად შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმის გატარებას აზრი არ აქვს და ამ რეფორმაში ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული ეფექტურობაზე“, – განაცხადა გვახარიამ.

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ პირთან მიმართებით შს მინისტრი მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

„ის, რომ იგი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, რამეთუ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია და ამასთან,  საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელიც“, – აღნიშნა გახარიამ.

ბრალდებულს ბრალი  სსკ–ის მუხლებით – „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“,  „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე  დაზიანება“, აგრეთვე „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“ –  წარედგინა, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მოგვიანებით ქართულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბრალდებული ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის ვაჟი თამაზ ქვლივიძეა.


ყველა ახალი ამბავი
0