განათლების სამინისტრომ „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ შექმნა

© Fotolia / Sergey Nivensმოსწავლეები გაკვეთილზე
მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის არის განკუთვნილი და წარმოადგენს სკოლაში სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების ინსტრუქციას

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ შეიმუშავა, რომელიც უწყების ვებგვერდზე აიტვირთა.

ბოლო პერიოდში სკოლებში მოზარდებს შორის ძალადობის შემთხვევებმა იმატა. გასულ კვირაში მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევებისას სამი არასრულწლოვანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით მთავრობაში სერიოზული ღონისძიებების შემუშავების შესახებ ალაპარაკდნენ.

„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ სწორედ აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში შემუშავდა და ძალადობისაგან თავისუფალი სასკოლო გარემოს განვითარებასა და თითოეული ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

საქართველოს საპტრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ეკლესია მზად არის მოზარდების აღზრდაში წვლილი შეიტანოს

აღნიშნული სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლების დირექტორებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირთათვის და წარმოადგენს სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების ინსტრუქციას. 

სახელმძღვანელოში მითითებულია, რომელ სახელმწიფო სტრუქტურას უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციამ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ძალებით პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.

სახელმძღვანელოში აღწერილია საფრთხის სამი დონე.

პატრული - Sputnik საქართველო
რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე ელექტროშოკის აპარატით მივიდა

საფრთხის პირველი დონე — საფრთხის მაღალი დონეა, რომელზეც რეაგირებისთვის აუცილებელია სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების ჩართვა. პირველ დონეს განეკუთვნება სუიციდი და მისი მცდელობა, ბულინგი, აკრძალული ნივთების ქონა, ძალადობა, მუქარა, იძულება, ვანდალიზმი, ეპიდემიის აფეთქება, საგანგებო მდგომარეობა, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ადრეული ქორწინება და ა.შ.

საფრთხის მეორე დონე — საფრთხის საშუალო დონეა, რომელზე რეაგირებისას აუცილებელია განათლების სამინისტროს შიდა სტრუქტურული ერთეულების ჩართვა.

საფრთხის მესამე დონე — საფრთხის დაბალი დონე, რომელზეც სკოლის ადმინისტრაცია რეაგირებს.

სახელმძღვანელოში შეუძლებელია აისახოს სკოლებში კრიზისული სიტუაციების ყველა შემთხვევა, ამიტომ აღნიშნული ინსტრუქციები პირველადი მოქმედებების ძირითად პრინციპებს წარმოადგენს, აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0