თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს მანდატურმა ელექტროშოკის აპარატი უპოვა.
როგორც „Sputnik–საქართველოს" სკოლის დირექტორმა ნატალია ჯავახიშვილმა განუცხადა, მოზარდი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.
„მანდატურმა ეს ბიჭი ჩემთან შემოიყვანა. მივხვდით, რომ ელექტროშოკი იყო, რის შემდეგაც გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. დავურეკე ასევე მოზარდის მშობლებსაც. ამჟამად ბავშვი დაკითხვაზეა გადაყვანილი", — განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, მოზარდმა ნივთი ლილოს ბაზრობაზე შეიძინა და სკოლაში შემთხვევით გაჰყვა.
მანამდე რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი უაზრო მიზეზით დაიწყო – კლასელმა თანატოლს დაფაზე ხატვის შეწვეტა მოსთხოვა, რასაც მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თანაკლასელმა ბიჭს ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ მას რაღაც პერიოდით სუნთქვა შეეკრა.