საპატრიარქო: ეკლესია მზად არის მოზარდების აღზრდაში წვლილი შეიტანოს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპტრიარქოს შენობა
საქართველოს საპტრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში მოზარდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებებს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

პარასკებს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გასულ კვირაში მოზარდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებებს გამოეხმაურა.

სისხლიანი დაპირისპირება მოზარდებს შორის პირველ დეკემბერს, შუადღეს ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

112 - Sputnik საქართველო
ძალადობის მორიგი შემთხვევა სკოლაში – რუსთავში მეცხრეკლასელ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა

მომდევნო მკვლელობა, რომელმაც 17 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა, წყალტუბოში 2 დეკემბერს საღამოს მოხდა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ეს არის 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც დაღუპულის თანაკლასელი აღმოჩნდა. შსს-ს მონაცემებით, ბრალდებულმა მსხვერპლს მკერდის არეში დანა ჩაარტყა.

მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქო არსებული პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობს.

„ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია რთულია, რადგანაც ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს; ეს კი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა“, — აღნიშნულია საპატროარქოს განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საპატრულო ეკიპაჟები და მანდატურის სამსახური - ორი უწყება სკოლების უსაფრთხოებისთვის

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ძალადობის შემცველ გადაცემებსა და ფილმებზე გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

„აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა“, — აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებასა და, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აცხადებს, რომ „ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში“.

საქართველოს საპატრიარქო იმედს იტოვებს, რომ ერთობლივი ძალებით დადებითი შედეგი მიიღწევა და ახალგაზრდებისთვის მშვიდობიანი გარემო შეიქმნება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე იქნება დაფუძნებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0