„სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ ოსკარ უაილდის გამონათქვამებს.
ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde. 1854 –1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. არის პიესების, ესეების, მოთხრობების, ლექსებისა და პოემების, ზღაპრების ავტორი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“.
• იყავი ის, ვინც ხარ! სხვა როლები უკვე დაკავებულია!
• მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის შეუძლებელია. ვნება, მტრობა, გაღმერთება, სიყვარული – მაგრამ არა მეგობრობა.
• ჩვენ დროში ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან, მაგრამ არაფერს აფასებენ.
• თქვენი მისამართით იმდენი ცილისწამება მსმენია, რომ ეჭვი არ მეპარება – შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით!
• ადამიანები ყოველთვის ანგრევენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ.
• გათხოვილი ქალის სიყვარული დიდებული რამაა. ცოლიან მამაკაცებს ეს არც დასიზმრებიათ!
• სიბერის ტრაგედია ის კი არაა, რომ ადამიანი ბერდება, არამედ ის, რომ ის სულით ახალგაზრდა რჩება…
• კაცობრიობა ათობით ათასი წელია არსებობს, და ქალსა და მამაკაცს შორის ახალი არაფერი აღარ მოხდება.
• ყველა უთანაგრძნობს მეგობრებს უბედურებაში და მხოლოდ რამდენიმეს უხარია მათი წარმატებები.
• ქალი იმარჯვებს, როდესაც მოულოდნელად ნებდება.
• როცა თქვენზე ჭორაობენ, ეს ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია, როცა აღარ ჭორაობენ.
• ადამიანი სანახევროდ ისაა, ვინც არის და სანახევროდ ის, ვინც უნდა, რომ იყოს.
• აპატიეთ მტრებს – ეს საუკეთესო საშუალებაა მათი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
• მამაკაცს შეუძლია ბედნიერი იყოს ნებისმიერ ქალთან, გარდა იმისა, რომელიც უყვარს…
• არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც ასაკს არ მალავს. ის ყველაფერზეა წამსვლელი.
• ყოველ წმინდანს თავისი წარსული აქვს, ყოველ ცოდვილს – მომავალი.
• თუ გინდა ადამიანის გარყვნა, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე.
• გულწრფელობა მცირე დოზებით საშიშია, დიდი დოზებით – სასიკვდილო.
• ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა ამ სამყაროში. ადამიანების უმრავლესობისთვის მხოლოდ არსებობაა ცნობილი.
• მამაკაცს ყოველთვის უნდა, რომ ქალის პირველი სიყვარული იყოს… ქალს უნდა, რომ ბოლო სიყვარული იყოს მამაკაცის ცხოვრებაში.
• ქალებს საოცარი ინტუიცია აქვთ. ისინი ყველაფერს ამჩნევენ, გარდა ცხადი რამეებისა.
• როდესაც ღმერთს ჩვენი დასჯა სურს, ის ჩვენს სანუკვარ ოცნებებს ასრულებს.
• ძალზე საშიშია შეხვდე ქალს, რომელსაც შენი მთლიანად ესმის. ეს, ჩვეულებრივ, ქორწინებით მთავრდება.
• ცოლიანი მამაკაცის ბედნიერება იმ ქალებზეა დამოკიდებული, რომლებზეც ის არ დაქორწინდა.
• მამაკაცი წარმატებული ვერ იქნება, თუ მას ქალი არ უჭერს მხარს. ხოლო ქალები საზოგადოებას მართავენ.
• პოეზიის სიცრუე ცხოვრების სიმართლეზე მართალია.
• ქალები თავდაცვისას ყოველთვის თავდასხმაზე გადადიან. თავდასხმა კი ხშირად მოულოდნელი და აუხსნელი დანებებით მთავრდება.
• ახალგაზრდობა რომ დაიბრუნო, მისი სიგიჟეები უნდა გაიმეორო.
• როცა ქალი მეორედ თხოვდება, ეს ნიშნავს, რომ მას სძულდა პირველი ქმარი. როცა მამაკაცი მეორედ ქორწინდება, ეს იმიტომ ხდება, რომ ის თავის პირველ ცოლს აღმერთებდა.
• ადამიანი ნაკლებად ბუნებრივია, როცა თავისი სახელით ლაპარაკობს. მიეცით მას ნიღაბი და ის სიმართლეს გეტყვით.
• არც ისე ახალგაზრდა ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე.
• ტირილი უბრალო ქალების ნუგეშია, ხოლო ლამაზი ქალები საყიდლებზე მიდიან.
• იმას, რაც საჭიროა, რომ იცოდე, ვერავინ გასწავლის.