ექსპერტი: ნახევარი თბილისი უხარისხო ბეტონით არის აშენებული

© Sputnik / Levan Avlabreliამწე კრანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე
ამწე კრანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები მშენებლობის სამინისტროს აღდგენის შემდეგ გადაწყდება

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. რამდენად მყარია შენობები თბილისში, გაუძლებენ თუ არა ისინი ცხრაბალიან მიწისძვრას და ხომ არ ემუქრება საფრთხე თბილისელების სოცოცხლეს — ამ და სხვა კითხვებს უპასუხა პროფესორმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ანზორ საკანდელიძემ პრესკონფერენციაზე თემაზე „მშენებლობისა და შენობების უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში".

ღონისძიება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში პარასკევს გაიმართა.

საკანდელიძის თქმით, საქართველოში შენობების მშენებლობისას ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები. ბოლო დროს გახშირდა ხანძრები, უბედური შემთხვევები, ბევრი ახალაშენებული კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია. ქართველი სეისმოლოგები ასევე საუბრობენ საფრთხეზე, რომელიც თბილისს ემუქრება და აფრთხილებენ, რომ დედაქალაქის ახალაშემებული კორპუსების უმეტესობა საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მშენებლობის ნორმების გამკაცრებას აპირებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: დათმობა არ იქნება, როცა საქმე პატარებს და მშენებლობას ეხება

საკანდელიძე მიიჩნევს, რომ უნდა აღდგეს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც 2004 წელს გაუქმდა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ამტკიცებს, რომ სანამ ეს უწყება მუშაობას არ განაახლებს, თბილისის მოსახლეობა საფრთხეში იქნება.

„თუ მთავრობა გონს არ მოვა და მშენებლობის სამინისტროს არ აღადგენს, ჩვენ სამწუხარო შედეგები გველის. როდესაც მშენებლობის სამინისტროს აღდგენას ვერ მივაღწიეთ, შევქმენით ქართველ მშენებელთა ლიგა, რომელშიც მშენებლობის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების უფორსები შევიდნენ. ჩვენ გამუდმებით ვიბრძვით, რომ აღნიშნული უწყების აღდგენის ხერხს მივაკვლიოთ“, — განაცხადა საკანდელიძემ.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ეკოლოგიის სამსახურთან შეთანხმება სავალდებულო ხდება

მშენებლობის სამინისტრო არ გაუქმებულა არცერთ ქვეყანაში, რადგან ეს არის სფერო, რომელიც ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესს არეგულირებს და მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა პროფესორმა.

„იუშჩენკო უკრაინაში და სააკაშვილი აქ უნისონში მოქმედებდნენ. მათ მშენებლობის სამინისტროები ერთად გააუქმეს. ერთი წლის შემდეგ უკრაინაში სამშენებლო დარგი დაინგრა, სტრუქტურები გაუქმდა და უბედურებების მთელი რიგი მოხდა, განუკითხაობა სუფევდა. იუშჩენკოს ჭკუა ეყო და წლინახევრის შემდეგ მან მშენებლობის სამინისტრო აღადგინა, ჩვენ კი მე-14 წელი ვხედავთ, სულ როგორ და როგორ ინგრევა სამშენებლო სფერო, ყველაფერი ნადგურდება. და არავინ არც კი ფიქრობს სამინისტროს აღდგენაზე“, — აღნიშნა საკანდელიძემ.

ქართველ მშენებელთა ლიგამ შეიმუშავა პროგრამა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ახალმა მერმა კახა კალაძემ, აღნიშნა საკანდელიძემ. აღნიშნულ პროგრამას ეწოდება „თბილისის და თბილისელების გადარჩენის პროგრამა“.

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

საკანდელიძემ შეახსენა, რომ  მიწისძვრების საფრთხე გაზრდილია, განსაკუთრებით ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებისთვის — ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის სამხრეთი ნაწილი, სომხეთი. ამ ქვეყნებმა, საკანდელიძის თქმით, მაღლივი შენობების მდგრადობაზე შემოწმება დაიწყეს, თუ გაუძლებენ ცხრაბალიან მიწისძვრას. იმ შენობებს, რომლებმაც ტესტი ვერ გაიარა, უბრალოდ ანგრევენ.

„სტეპანაკერტშიც კი (ქალაქი მთიან ყარაბაღში) 26 მაღლივი საცხოვრებელი კორპუსი და კიდევ 18 სახლი მხოლოდ იმიტომ დაანგრიეს, რომ მათ ტესტირება ვერ გაიარეს. განსაკუთრებით აქტიურობენ თურქები, ცდილობენ სტამბოლის გადარჩენას, რადგან დიდი საფრთხე არსებობს. მოგეხსენებათ, არაბეთის პლატფორმა დაიძრა და უკვე ფაქტობრივად შეეჯახა ევრაზიულ პლატფორმას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ორი პლატფორმის შეჯახების მომენტში. რა თქმა უნდა, მიწისძვრის საფრთხე არსებობს“, — განაცხადა საკანდელიძემ.

ზურაბ პატარაძე სპორტკომპლექსის მშენებლობის პროექტს გაეცნო - Sputnik საქართველო
მეგა-პროექტი: ბათუმში თანამედროვე სპორტკომპლექსი აშენდება

განსაკუთრებით საშიშია 25 წლის წინ აშენებული შენობები, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში არცერთი შენობა სეისმომდგრადობაზე არ შემოწმებულა. 1990-იან წლებში საქართველოში სრული ქაოსი იყო, აღნიშნა საკანდელიძემ, და პრაქტიკულად მთელ ქალაქს ათი წლის განმავლობაში ფალსიფიცირებული და უხარისხო ბეტონით აშენებდნენ. შესაბამისად, შენობები მდგრადი ვერ იქნება და ცხრაბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს.

საკანდელიძე სვამს კითხვას — ვინ უნდა განახორციელოს მონიტორინგი, დაიცვას ხარისხი, როდესაც ეს არც მერიის, არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების კომპეტენციაში არ შედის. ამას თავად სამშენებლო კომპანიები აგვარებენ, რომლებიც, რა თქმა უნდა, წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ დადებით დასკვნებს წერენ.

ერთ-ერთ მწვავე პრობლემად საკანდელიძე მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სხვა დარღვევებთან ერთად, სამშენებლო კომპანიები ახალ კორპუსებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს აშენებენ. 2002 წელს მშენებლობის სამინისტრომ შეიმუშავა კანონი, რომელსაც ძველსა და ახალ შენობებს შორის მანძილი უნდა განესაზღვრა.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

„მზის სხივები ყველ ბინაში უნდა აღწევდეს, რადგან ულტრაიისფერი სხივები კლავენ მიკრობებს, რომლებიც კორპუსებში ბუდობს. თუ სხივები არ მოხვდება ბინებში, მიკრობები გამრავლდება და უამრავი ბაქტერიის წყარო გაჩნდება. მეტიც, მჭიდროდ აშენებული შენობები სივრცეს ფარავს, რაც ბუნებრივ ვენტილაციას ხელს უშლის. ეს ყველაფერი ჯანმრთელობას აზიანებს“, — ხაზგასმით აღნიშნა საკანდელიძემ.

დასასრულს საკანდელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში შენობები ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე არასდროს შემოწმებულა. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიოში მოსახლეობის 70% კვდება იმ დაავადებების გამო, რომლებიც სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების დარღვევის შედეგად არის გამოწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური