სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

© photo: Sputnikახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში
ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის სამშენებლო ბუმი, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა, მიწისძვრის შემთხვევაში, შეიძლება კოშმარად გადაიქცეს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ქართველი სეისმოლოგები საუბრობენ საფრთხის შესახებ, რომელიც თბილისს ემუქრება და აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ დედაქალაქის ახლად აშენებული კორპუსების უმეტესობა საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში 11 ათასი მიწისძვრა მოხდა. ეს მცირე ბიძგები იყო, მაგრამ თუ ბიძგები უფრო ძლიერი იქნება, დედაქალაქი ამას ვერ გაუძლებს, აღნიშნავენ სეისმოლოგები.

Строительство нового жилого дома - Sputnik საქართველო
თბილისში მშენებლობის წესები გამკაცრდა: მოსალოდნელია ფასების ზრდა

"ჩვენ, სეისმოლოგები ვამბობთ, რომ მიწისძვრა არ კლავს ადამიანს, ადამიანი თვითონ კლავს თავის თავს. მაგალითად, ეს ადამიანები (სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები) ახლა ქალაქის მოსახლეობის მკვლელობით არიან დაკავებული", — განაცხადა დედამიწის შესწავლის ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ტელეარხის ეთერში.

მისი თქმით, გეოტექნიკური სამუშაოების დოკუმენტებს ქვეყანაში აყალბებენ. ნებისმიერი დასკვნის ყიდვა 100 ლარად შეიძლება.

"ჰაერიც დაგავიწყდებათ, ხალხო, ხედებიც დაგავიწყდებათ ერთი მიწისძვრის შემდეგ.. ნუ გგონიათ, რომ მიწისძვრა არ მოხდება", — აღნიშნა გოდოლაძემ.

საქართველოს სამშენებლო პოლიტიკის თანახმად, დამკვეთმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, არქიტექტურის სამსახურს უნდა წარუდგინოს გეოტექნიკური დასკვნა, რომელთა გაცემაზე კერძო კომპანიები და კერძო პირები მუშაობენ.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

გეოტექნიკური დასკვნა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გაიცემა და აჩვენებს გრუნტის ნაირსახეობას, სიღრმეს. ეს დოკუმენტი მთელი პროექტისთვის მთავარი სახელმძღვანელოა როგორც სამშენებლო მასალების, ისე ტექნოლოგიების კუთხით, რომლებსაც მუშაობის პროცესში გამოიყენებენ.

"ზედამხედველობა არ არის. არ მოწმდება ეს ყველაფერი. აი, დაიდება დასკვნა და მერე არავინ ამოწმებს, რამდენად სწორია, რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს", — განაცხადა გეოფიზიკოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ჯავახიშვილმა.

მერია სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი არ არის. ექსპერტის, ინჟინერ-კონსტრუქტორის, ირაკლი ურუშაძის განცხადებით, არავინ უყურებს, როგორ შენდება ესა თუ ის შენობა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს თითოეული შენობის მშენებლობის კონტროლი არ შეუძლია. საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში დაზღვევაა.

მანგლისის რაიონი თეთიწყარო - Sputnik საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"დაზღვეული პროექტი, დაზღვეულია მშენებლობა უსაფრთხოების კუთხითაც და შემდეგ რაღაც ვადით, 10 ან 20 წლით, თუ ამ ვადის განმავლობაში შენობას რაიმე ხარვეზი მოუვა, ამ თანხას აანაზღაურებს დაზღვევა", — აღნიშნა ურუშაძემ.

საქართველოს საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა.

ეპიცენტრში ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200 ადამიანი, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და სამრეწველო ობიექტი.

2002 წელს თბილისში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგები ასეთ ბიძგებს სუსტ მიწისძვრად მიიჩნევენ, თუმცა, დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაზიანდა 12 ათასი შენობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0