თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 11: 04 საათზე 2.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იტყობინება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ეპიცენტრი დედაქალაქიდან 35 კილომეტრში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მანგლისში იყო.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ არის.