თბილისში მშენებლობის წესები გამკაცრდა: მოსალოდნელია ფასების ზრდა

© Sputnik / Alexander ImedashviliСтроительство нового жилого дома
Строительство нового жилого дома - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მრავალბინიანი სახლების მშენებლობის ახალი წესები ხანძრის შემთხვევაში ბინადართა უსაფრთხოების აუცილებლობას უკავშირდება

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. თბილისში მშენებლობის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოების დონის გაზრდას ემსახურება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ამიერიდან შენობის მშენებლობისას თითოეულ სადარბაზოში უნდა დამონტაჟდეს კვამლის დეტექტორი და სიგნალიზაციის სისტემა, ხოლო ყოველ სართულზე – ცეცხლმაქრები. გარდა ამისა, სადარბაზოები უნდა მოპირკეთდეს და ბინების კარები დამზადდეს ცეცხლგამძლე მასალით. ასეთმა კარმა ხანძარს მინიმუმ 30 წუთი უნდა გაუძლოს.

„დამერწმუნეთ, არცერთი ნებართვა არ გაიცემა, თუ არ მოხდება სკრუპულოზურად გადამოწმება, შეესაბამება თუ არა  წარდგენილი არქიტექტურული პროექტი შენობის უსაფრთხოების წესებს“, – განაცხადა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა.

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი სამუშაო ადგილებზე პრობლემებისადმი ყურადღებას მოითხოვს

თუ შენობა არ იქნება ახალი სტანდარტების შესაბამისად აშენებული, ის ექსპლუატაციაში ვერ შევა.

გარდა ამისა, მაღალ შენობებში თითოეულ სადარბაზოში ორი ლიფტი უნდა იყოს.

23 მეტრზე მეტი სიმაღლის სახლებს უნდა ჰქონდეს ორი კიბე, რათა სახლის ბინადრებს შენობიდან ალტერნატიული გამოსასვლელი ჰქონდეთ.

37 მეტრზე მაღალი შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1,2 ათას კილოგრამზე გათვლილი ორი სახანძრო–სამაშველო ლიფტით. 130 მეტრზე მაღალ შენობებს, ამ ლიფტების გარდა, დამატებითი კიბეც უნდა ჰქონდეს.

მაღალსართულიანი შენობების მიმართ მოთხოვნა ასეთია, რომ მათ ხანძარს სულ ცოტა სამი საათი უნდა გაუძლოს. იკრძალება შიგნით და ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც ადვილად აალებადია და ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. 

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
რა გააკეთა კალაძემ თვენახევრის განმავლობაში

„შეიძლება, საქართველოსთვის, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იყოს ადრე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება ამით გადარჩეს თუნდაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე, ეს მაინც დროულია. შეიძლება იმ შენობაში სულ არ გაჩნდეს ხანძარი, მაგრამ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მეტი შანსია, რომ ადამიანები გადარჩნენ, არ გაიგუდონ ბოლით და არ დაიღუპონ“, – განაცხადა სამშენებლო კომპანია „ბაუსტარისის“ წარმომადგენელმა მალხაზ სოლომონიშვილმა.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი სტანდარტები უძრავ ქონებას გააძვირებს. ახალი რეგულაცების შემდეგ ერთი კვადრატული მეტრის ფასი შეიძლება 20–დან 60 ლარამდე გაიზარდოს.

„უსაფრთხოებაზე არის მოთხოვნა და არის ძალიან კარგი. ეს ერთპიროვნულად გამოიწვევს ფასის ზრდას, მაგრამ ხარისხი ავტომატურად ასოცირდება მაღალ ფასთან. ვისაც მოუნდება ყიდვა, მოუწევს ცოტა მეტის გადახდა“, – აღნიშნა სამშენებლო კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა გიორგი სოზაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0